ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის მოსახლეობა უჩივის, რომ სოფელში მრავალი პრობლემაა, თუმცა მათ მოგვარებას არავინ ცდილობს. სოფელში არსებულ უამრავ პრობლემათა შორის, ყველაზე აქტუალური, სასმელი წყლის უკმარისობაა.

სოფელ ბუღაშენში დაახლოებით 120 ოჯახი ცხოვრობს. შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა. წელს სოფლის მოსახლეობას პრობლემები დაემატა, რადგან საზღვარგარეთ სამუშაოდ ვერ მოახერხეს წასვლა. სოფლის მოსახლეობა, ძირითადად, სამუშაოდ რუსეთში მიდიოდა.

1

სოფლის მოსახლეობის თქმით, სოფელში ბევრი პრობლემაა- არ არის ნორმალური გზა, საბავშვო ბაღი, და ყველაზე მნიშვნელოვანი- სასმელი წყალი. არტიუშ აფოზიანის თქმით, წყალგაყვანილობის ხაზი ძალიან ძველია, მილები დაჟანგდა და დაბინძურდა, ამიტომ წყალი სოფლამდე ვერ აღწევს.

2

სოფლის სხვა მცხოვრების შაჰენ აფოზიანის თქმით, მას არ ახსოვს, თუ ბოლოს, როდის გაარემონტეს სასმელი წყლის მილი.

“მე არ მახსოვს, ბოლოს როდის გაარემონტეს წყალგაყვანილობის ხაზი, ალბათ, არასდროს”,- ამბობს ის.

5<

წყლის გარდა, სოფელში კიდევ ბევრი პრობლემაა. მაგალითად, როგორც სოფლის მოსახლეობა ამტკიცებს, ადრე საზღვარგარეთ სამუშაოდ თითქმის ყველა ოჯახიდან მიდიოდნენ, თუმცა წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ბევრმა გასვლა ვერ მოახერხა.

“წელს ბევრმა ვერ მოახერხა რუსეთში სამუშაოდ წასვლა, ხოლო სოფელში არაფერი არ არის, არც სამუშაო, არც ფული”,- ამბობს სოფლის მცხოვრები ბორის ტონაკანიანი.

9

3

8

4