“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშში რეაბილიტირებული იქნება სოფლის ხიდი. წელს დადეშმა ამ პროგრამით 16 000 ლარი მიიღო.

როგორც სოფელ დადეშის მოსახლეობა ამტკიცებს, მათ ხიდი დაახლოებით 20 წლის წინ ააშენეს. მათი თქმით, სოფლის ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია, ამიტომ მათ გადაწყვიტეს სოფლის თანხა მისი რეაბილიტაციისათვის გამოიყენონ.

2

სოფელ დადეშში მერის წარმომადგენლის ედგარ თუმასიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოები მალე დაიწყება. მისი მტკიცებით, ამჟამად დოკუმენტების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.

“იმის გამო, რომ ტენდერი ვერ შედგა, ფირმასთან პირდაპირი ხელშეკრულება გავაფორმეთ, სამუშაოები მალე დაიწყება”,- ამბობს ის.

1

სოფელ დადეშის ხიდის რეაბილიტაციის ტენდერი 13 559 ლარით სამჯერ იყო გამოცხადებული, თუმცა კონკურსში მონაწილეთა არარსებობის გამო ვერ შედგა.