Armenian      Russian

ახალქალაქი პატარა ქალაქია. ქალაქის დასაწყისიდან ბოლოში მისასვლელად ქვეითად, სულ რაღაც 40 წუთია საჭირო. აქ ქუჩების სახელები ნაკლებად ცნობილია, ადამიანები ხშირად, საორიენტაციოდ სხვადასხვა დაწესებულებას, ან ცნობილი ადამიანების სახლებს იყენებს. სხვათა შორის არის ქუჩები, რომელთა დასახელება ხალხისთვის უცნობია, ან არაფრის მთქმელია.

ახალქალაქში 43 ქუჩა და 9 გზაჯვარედინია. შეიცვალა ქალაქის 20 ქუჩის და 2 გზაჯვარედინის დასახელება. საბჭოთა პერიოდში არ მოიძებნებოდა ქალაქი, სადაც არ იყო ლენინის, პირველი მაისის, კიროვის, ჩკალოვის, ცეტკინის, მარქსის, ენგელსის ან სხვა ქუჩები. სტანდარტული პაკეტი იყო ახალქალაქშიც. ზოგი მათგანი გადაკეთდა, მაგალითად, ახალქალაქის მთავარი ლენინის ქუჩას თავისუფლების ქუჩა დაერქვა, თავისუფლების ქუჩის გაგრძელება, რომელიც ადრე ზავოდსკაიას სახელს ატარებდა, დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობისაა. თამარ მეფის სახელი დაერქვა კომუნისტ მახარაძის ქუჩას.



hin poghocnner ძველი სახელწოდებიდან ეს დაჟანგებული აბრა შემორჩა

ახალქალქის 9 ქუჩას მიენიჭა ქართველი და სომეხი მწერლების სახელები. მაგალითად, სოფელ განძის ცნობილი პოეტის – ვაჰან ტერიანის, დერენიკ დემერჩიანის, ჩარენცის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, სომხური დამწერლობის შემქმნელის მაშტოცის, თბილისის “ვერნატურნის” დამაარსებლის თუმანიანის სახელები.

ორ ქუჩას მიენიჭა წარმოშობით აქაური აშუღების – ავასის და ჟივანის სახელები. ახალქალაქის ქუჩებს ცნობილი მეცნიერების სახელები ეწოდა, მაგალითად, ცნობილი ბიოქიმიკოსის ბორის ლომსაძის, ქიმიკოს კნუნიანცის, ცნობილი ექიმის – ნაზარეტიანის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის, აკადემიკოს ჟავახიშვილის სახელები. ეს უკანასკნელი მანამდე რევოლუციონერი ორჯონიკიძის სახელს ატარებდა.

ახალქალაქზე კვალი დაამჩნია მეორე მსოფლიო ომმაც, სადაც იბრძოდა ახალქალაქის რაიონის მოსახლეობა, ორი გმირის სახელზეა კიდევ ორი ქუჩა. სსრკ-ს გმირი სოფელ ზაკიდან ვაჩაგან ვანციანი, რომელმაც ღირსების მედალი მიიღო და ლევონ დარბინიანი- საბჭოთა კავშირის გმირი წარმოშობით სოფელ ალასტანიდან.

poxoc3 Улица Дарбиняна

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახალქალაქი გაფართოვდა. ქალაქის ნაწილი გახდა, მანამდე სამხედრო ქალაქის კუთვნილი 3 ნაწილი. ასე გაჩნდა ახალი ქუჩები. ზოგი მათგანი ჯერ დასახელებული არ არის. მოსახლეობამ სახლები ააშენა სკოლა-ინტერნატის შენობის უკანაც, ასე ეძახდნენ ადრე №5 საჯარო სკოლას. დიდი ხნის განმავლობაში, ამ ქუჩების დასახელება იყო №1 და №2, თუმცა, უკანასკნელ პერიოდში, ეს ქუჩები სახელდებოდა სომეხი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის რუბენ ტერ მინასიანის და ზატიკიანის სახელებით.

poxoc
ყოფილი №1 და №2 ქუჩები

 

კიდევ ერთი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, მალხასიანის სახელობის ქუჩა 2018 წელს, მსოფლიოში ცნობილი მომღერლისა და კომპოზიტორის, შარლ აზნავურის სახელზე გადაკეთდა. აზნავურის მშობლები ახალციხიდან იყვნენ. კარლ მარქსის სახელობის ქუჩა დღეს, ვაზგენ სარქისიანის სახელს ატარებს, ის იყო ცნობილი სომეხი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, მწერალი, ემსხვერპლა 1999 წლის 27 ოქტომბრის ტერორისტულ აქტს. კარლ მარქსის პარტნიორის, ფრიდრიხ ენგელსის სახელობის ქუჩა გადაკეთდა ანდრანიკ მარგარიანის სახელზე, პოსტსაბჭოთა პერიოდის სომხეთის ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის სახელზე.

ახალქალაქში ჯერ კიდევ არის საბჭოთა პერიოდის სახელობის ქუჩები. დღემდე არის 9, იყო 10. რევოლუციონერი ძერჟინსკის სახელობის ქუჩა გადაკეთდა აშუღ ავასის სახელზე. თუმცა არის რევოლუციონერების, კეცხოველის, აგამალიანის, მიკოიანის, კამოს, სპანდარიანის, ნალბანდიანის, მიანიკიანის (მიანიკოვ), თელმანის და შაუმიანის სახელობის, რომელიც 26 კომისარს შორის დახვრიტეს.

ერთ-ერთ ქუჩას ცნობილი ქართველი მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის სახელი მიენიჭა.

ზოგი შემთხვევაში, რთულია გაერკვე ვისი სახელობის ქუჩაა, რადგან, მაგალითად, ახალქალაქის ქუჩებს შორის არის ძნელაძის, თუმცა რომელ ძნელაძეზეა საუბარი, გაურკვეველია. ამ გვარის 3 ცნობილი პიროვნება არსებობს. საუბარია გიორგი ძნელაძეზე, რომელიც იყო საბჭოთა და რუსეთის ფეხბურთის დამცველი, დავით (დუდე) ძნელაძეზე – ქართველი საბჭოთა რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული მოღვაწე, თუ ეს არის რომან ძნელაძე – კლასიკური სტილის საბჭოთა მებრძოლი. დოკუმენტებში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, სახელები არ არის დაზუსტებული. ვერ გაირკვა ვისი სახელობის არის უკმერის ქუჩა. არც მოსახლეობამ, არც ადგილობრივმა თვითმმართველობამ არ იცის. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განაცხადეს, რომ ბევრი ქუჩის დასახელება “მზითვში მიიღეს”.

ახალქალაქში არ არის ზღვა, მდინარეებია, რომლებიც ქალაქის ორივე მხრიდან მიედინება, მაინც არის რომანტიული დასახელების ქუჩა-სანაპირო, რომელიც დასახელდა აღნიშნული დასახელებით, რადგან ქუჩა მდინარის ფერდობზეა, მიედინება მდინარე კირხ ბულახი. ადრე იყო კირხ ბულახის სახელობის ქუჩაც, მაგრამ წმინდა ნინოს სახელობის ქუჩად გადაკეთდა. ყოფილი ცხაკაია გადაკეთდა თბილისის ქუჩად. რეგიონის ნაწილში, სადაც ახალქალაქი მდებარეობს, არის ჯავახეთის ქუჩა. ერთი პერიოდი კიროვის ქუჩა გადააკეთეს ერევნის ქუჩად, მაგრამ შემდეგ ისევ შეცვალეს და ცნობილი სომეხი მწერლის, მეზღაპრის ოვანეს თუმანიანის სახელობის გახდა, ხოლო ყოფილი თუმანიანი შეცვალეს ერევნის ქუჩად.

გადაწყვეტილი იყო 2008 წელს, ცხინვალში, სოფელი კოკიოს მებრძოლი თამაზ მელიქიძის სახელზე სასაზღვრო ქუჩის გადაკეთება, მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს ქუჩა მე-14 საბჭოთა სამხედრო ქალაქის რადიუსში დარჩა. თამაზი გარდაიცვალა მოკლევადიანი ომის მეორე დღეს, ის იქ იყო მოხალისედ.

Jnews.ge-მ ვერ მოიძია დაწვრილებითი ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტაცია, სადაც იქნებოდა ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვისი სახელობის იყო ქუჩა. ახალქალაქის მერიამ საკრებულოში გადაგვამისამართა. საკრებულოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშიც იყო უზუსტობები, ახალქალაქში არის ენგელსის სახელობის ქუჩა, თუმცა ჩვენ გავარკვიეთ, რომ გადაკეთებულია მარკარიანის სახელზე. სტატიის ძირითადი ინფორმაცია დაფუძნებულია აღნიშნულ დოკუმენტზე.