Armenian      Russian

ახალქალაქში ნამდვილი ქაოსია. მოსწავლეები სკოლისთვის ემზადებიან, ხოლო მშობლები საყიდლებზე დადიან, ემზადებიან პირველი ზარისთვის. თუკი ახალქალაქში, რამდენიმე დღის წინ ერთეული მყიდველი შეგხვდებოდათ, ახლა სრულებით განსხვავებული ვითარებაა.

სოფელ ხულგუმოს მცხოვრებმა, ასტხიკ ზანდარიანმა ბავშვებს, რამდენიმე ნივთი უყიდა, მაგრამ დარწმუნებული არ არის, რომ ბავშვები სკოლაში ივლიან.

“დაახლოებით 50 ლარის საკანცელარიო ნივთები ვიყიდეთ, ტანსაცმელი არ გვიყიდია. გაკვეთილები შეიძლება, არც დაიწყოს, ამიტომ ველოდებით. თუკი გაკვეთილები ნორმალურად ჩატარდება, მაშინ ვიყიდით”, – ამბობს ასტხიკი.

სხვა მშობელი ბავშვების 200 ლარის ოდენობის სახელმწიფო დახმარებას ელოდებოდა.

“თქვეს, რომ თანხას 1-ლი სექტემბრიდან დარიცხავენ, დაველოდეთ, 5 სექტემბერს მივიღეთ, ერთი დღის შემდეგ წავედით და ვიყიდეთ, ახლა მზად ვართ”, – ამბობს ის.

ტრადიციულად, ყოველწლიურად სექტემბრის დასაწყისში ანა თბილისში, კარტოფილს ყიდის, სადაც ყველა აუცილებელ ნივთს იძენენ.

“ყოველწლიურად თბილისში კარტოფილი მიმაქვს გასაყიდად, ამ თანხით ვყიდულობ ყველაფერს, რაც ესაჭიროებათ ბავშვებს, რათა სკოლაში წავიდნენ, ასე უფრო იაფად ვყიდულობ. მე 100 ლარი დავხარჯე საკანცელარიო ნივთების შესაძენად და დაახლოებით 200 ლარი სამოსში. რასაკვირველია, სახელმწიფოსგან მიღებული თანხაც ძალიან დაგვეხმარა”, – ამბობს ანა.

ბებია აიკანუში ძალიან ჩქარობს, რომ სკოლის მეცადინეობები დაიწყოს, რათა მისი ცელქი შვილიშვილები სკოლაში წავიდნენ.

“კარგია, რომ სახელმწიფომ ფული მოგვცა, რძალმა შვილიშვილებისთვის ყველაფერი იყიდა, ახლა ისინი სკოლისათვის მზად არიან. გვინდა, რომ იარონ სკოლაში”, – აღნიშნავს ბებია აიკანუში.

რამდენიმე დღის წინ გამყიდველები თუ წუხდნენ, ვაჭრობა არ არისო, დღეს ისინი კმაყოფილები არიან.

“უკვე, რამდენიმე დღეა ნორმალური ვაჭრობაა, მართალია, ისეთი არა, როგორც შარშან, მაგრამ ცუდი არ არის”, – ამბობენ გამყიდველები.