JNEWS-ის რედაქციამ მიიღო ფოტო-სურატები, სადაც სოფელ ბუზავეთის მოსახლეობა სასმელი წყლის რეზერვუარს დამოუკიდებლად ასუფთავებს. რეზერვუარი ნადებისა და ჭუჭყის სქელი ფენით არის დაფარული. სოფელი რეზერვუარიდან სასმელ წყალს ღებულობს, რომელიც ადამიანებს ფილტრაციის გარეშე მიეწოდება.

უკვე სამი დღეა სოფელ ბუზავეთის მოსახლეობა სასმელი წყლის რეზერვუარს (ბასეინს) დამოუკიდებლად ასუფთავებს. მოსახლეობა აღიარებს, რომ რეზერვუარის დასუფთავების დროს, სიბინძურესთან ერთად გამოაქვთ მწერები, გველები, ბაყაყები და სხვა ცოცხალი არსებები. დასუფთავების შემდეგ ისინი წყლის დაქლორვას აპირებენ.

მიუხედავად ბინძური რეზერვუარისა, სასმელი წყლით სარგებლოს მთელი სოფელი, რადგან, მოსახლეობის თქმით, მათ სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ. წყალი სახლებში ფილტრაციის გარეშე მიედინება, და ამაზე პასუხისმგებელი არავინ არის. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობა შიშობს, რომ ბინძური სასმელი წყლის გამოყენების გამო შეიძლება რამე ავადმყოფობა გაუჩნდეს.

საერთო ჯამში, სოფელ ბუზავეთში წყლის პრობლემა ძალიან აქტუალურია, რადგან უხარისხო წყალგაყვანილობის მიზეზით სოფელში წყალი ხშირად არ არის – რამდენიმე ადგილში მილები პერიოდულად სკდება. სოფლის მოსახლეობას მილების ამოთხრა და დასუფთავება ყოველთვის დამოუკიდებლად უწევს.

Buzavet voda