სოფელ არაგვაში შარშან დაწყებული ხიდის მშენებლობა გაგრძელდება და წელს დასრულდება.

“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვაში შარშან დაწყებული ხიდის მშენებლობას გააგრძელებენ, ასევე სოფლისათვის კვლავ იყიდიან ახალ სპორტულ ინვენტარს.

წელს სოფელ არაგვამ “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით 16 000 ლარი მიიღო, ისევე როგორც 2019 წელს.

სოფელ არაგვაში მერის წარმომადგენლის ღაზაროს უნანიანის თქმით, წელს სოფლისათვის განკუთვნილი თანხა ხიდის მშენებლობის დასრულებასა და ახალი სპორტული ინვენტარის შეძენაზე დაიხარჯება.

გასულ წელს “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით მიღებული თანხა დახარჯული იყო ხიდის მშენებლობაზე და სპორტული ინვენტარის შეძენაზე. სახსრების უკმარისობის გამო ხიდი ბოლომდე ვერ აშენდა.

“წელს ხიდის მოაჯირებს ავაშენებთ, რომელიც გასულ წელს თანხის უკმარისობის გამო ვერ დავასრულეთ, ამისათვის დაახლოებით 6 ათასი ლარია საჭირო, დანარჩენი თანხით სოფლისათვის ახალ სპორტულ ინვენტარს შევიძენთ”,- ამბობს ღაზაროს უნანიანი.

მისი თქმით პროექტი უკვე მზად არის, და უახლოეს მომავალში ტენდერი გამოაცხადება.