ბოლო დროს მინდვრებზე ყოველდღიურად კვამლი ამოდის, საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჯავახეთში ხორბლისა და ქერის მოსავლის აღება დასრულდა. ფაქტია, რომ სოფლის მცხოვრები მინდორში მოსავლის აღების შემდეგ ნამჯას წვავს, რადგან წელს ბევრი ბალახია. როგორ გამოვიყენოთ ნამჯას, მინდორში დავტოვოთ, დავწვათ თუ…
ბევრი ადამიანი, როცა ხედავს ხანძარს შიშობს, რომ ის საცხოვრებელ კორპუსებს მიაღწევს, სასწრაფოდ იძახებს სახანძროს. სახანძრო სამსახური ყოველდღიურად ბევრ გამოძახებას იღებს რაიონის სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლებისგან. მეხანძრეები ვერც კი ასწრებენ ყველა ზარზე პასუხის გაცემას.
საქართველოში მიღებული კანონის მიხედვით, აკრძალულია ნამჯის დაწვა, რადგან ის აზიანებს გარემოს. ხოლო სოფლის მცხოვრებს მინდვრის გაწმენდა უწევს და არ აქვს სხვა გამოსავალი, ნამჯის ამოღების სურვილი და საშუალებაც რომ ჰქონდეს, წასაღები არსად აქვს.
უფრო მეტიც, ხორბლის ნამჯის მინდორში დატოვებას აზრი არ აქვს, ნიადაგში ძნელად იშლება.
„ჩალა ძალიან კარგია, ხვნის შემდეგ მიწა რბილი დარჩება, მაგრამ თუ ბევრია, მინდორში ვერ დატოვებ, გუთანიც კი მიწაში გაიჭედება. სოფლის მცხოვრებს მშვენივრად ესმის, რომ დაწვა არ შეიძლება, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, ვიცით, რომ დაწვით ნიადაგის გარე ფენასაც ვაზიანებთ, რაც მოსავალზე კიდევ უფრო მოქმედებს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს“, – ამბობს მანუშაკი. (სახელი შეცვლილია).
ექსპერტები ამბობენ, რომ ნამჯა საკვების სახით ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პირუტყვისთვის შეუცვლელი საკვები. ეს ხელს უწყობს ხორცის ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას.
ნამჯა გამოიყენება როგორც მულჩი (ნამჯის, ტორფის, ნახერხის ფენა და სხვა მასალები, რომლებიც გამოიყენება ცხოველებისთვის რბილი, მშრალი, სუფთა და კომფორტული დასაფენის შესაქმნელად) და საკვებად, ასევე ქაღალდის წარმოებაში.
რა ვუყოთ ნამჯას, რომ არ დავჯარიმდეთ – ეს კითხვა საქართველოში ღიად რჩება.
აღსანიშნავია, რომ როდესაც ინტერნეტში ვცადეთ მოძიება, თუ რისი მიღება შეიძლება ნამჯასგან, აღმოჩნდა, რომ მაგალითად სომხეთში სამშენებლო მასალად გამოიყენეს სახლი ააშენეს. უკრაინაში მას საწვავად იყენებენ. ევროპის ქვეყნებში ნამჯას სპეციალურ თბოელექტროსადგურებში წვავენ.
როგორც წესი, ნამჯის დაწვით წარმოებულ ორთქლს იყენებენ კომპანიები, რომლებსაც ორთქლი საკუთარი წარმოებისთვის სჭირდებათ. ეს ტექნოლოგია დანიაში უკვე 20 წელია გამოიყენება. როდესაც ადამიანებს ესმით ტერმინი მწვანე ენერგია, ისინი ფიქრობენ ქარის ან მზის ელექტროსადგურებზე, მაგრამ ნამჯაზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიც მიეკუთვნება ამ კატეგორიას.
გაფრთხილება: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევა ან შეუსრულებლობა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.