ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენას მოსახლეობა უჩივის იმას, რომ სოფელში უამრავი პრობლემაა, “მაგრამ ხელისუფლებამ არც კი იცის, რომ მუნიციპალიტეტში ეს სოფელი არსებობს”.
სოფელ პტენაში არ არის ბუნებრივი აირი, არც ნორმალური გზაა, და რაც ყველაზე მთავარია, სოფლის მოსახლეობას არ შეუძლია საკუთარი მიწის ნაკვეთებისა და საკუთარი სახლების დარეგისტრირება.
სოფელში დაახლოებით 70 ოჯახი ცხოვრობს. შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა. წელს სოფლის მოსახლეობას პრობლემები დაემატა, რადგან მათ ვერ მოახერხეს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა.
სოფლის მცხოვრების დოდო შავაძის თქმით, ზოგიერთი მცხოვრები სეზონზე თურქეთში სამუშაოდ გადის, თუმცა წელს კორონავირუსის გამო წასვლა ვერ მოახერხეს.
“სოფლის მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო”,- ამბობს ის.
სოფლის მოსახლეობის თქმით, სოფელი “ბერდება”, რადგან ახალგაზრდები ცდილობენ სახცოვრებლად სხვაგან გადავიდნენ. სოფლიდან ყველა გადადის, ახალგზარდებს ქალაქებში ცხოვრება ურჩევნიათ, რადგან სოფელში მათ მომავალი არ აქვთ.
შუშანიკ შავაძის თქმით, სოფელში ცხოვრება ძალიან რთულია, განსაკუთრევბით ჩამოსულებისთვის.
“ჩვენ არაფერი არ გვაქვს, ხელისუფლებამ არც კი იცის, რომ მუნიციპალიტეტში მსგავსი სოფელი არსებობს. ჩვენ მათ მხოლოდ არჩევნების დროს ვჭირდებით”,- ამბობს ის.
უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება სოფლიდან ბევრ ბავშვს სურს, მაგრამ ფინანსური შესაძლებლობების გამო ყველას არ შეუძლია. ახლა თბილისსა და ბათუმში ჩვენი სოფლიდან 7 სტუდენტი სწავლობს.
სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა სახის დახმარება იქნება.
“არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის დახმარება იქნება, მთავარია- რთული სიტუაციის გადალახვაში დაგვეხმარონ”,- ამბობს სოფლის მცხოვრები.
“სახლი მალე თავზე დამენგრევა, სახურავის გასარემონტებლად თეთრიანი არ მაქვს, სამუშაოც არ არის, რომ სადმე იმუშავო”,- ამბობს სოფლის მცხოვრები.
სოფლის მოსახლეობა ითხოვს, რომ ხელისუფლებამ მათ წელიწადში ერთხელ მაინც მიაქციოს ყურადღება.
როდესაც 1990-იანი წლების დასაწყისში აჭარიდან ხალხს ახალქალაქში, კრწანისში და მარნეულში ასახლებდნენ, ოჯახების ჩასახლება სოფელ პტენაშიც მოხდა. მუსულმანები აჭარიდან და ქრისტიანები აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ წლებია ცხოვრობენ.