ახალქალაქის განვითარების ჯგუფმა (LAG) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხავეთსა და გოგაშენში «ახალქალაქში ახალგაზრდული საგანმანათლებლო და ციფრული ცენტრების შექმნის» პროექტით «ჭკვიანი სოფლების» ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრები შექმნა.
ახალქალაქის განვითარების ჯგუფმა (LAG) პროექტისთვის სოფლები – ხავეთი და გოგაშენი შეარჩია, რადგან ახალქალაქიდან ძალიან შორს მდებარეობს.
«რადგან ეს სოფლები ახალქალაქიდან ძალიან შორს არიან, გადავწყვიტეთ იქ შევქმნათ პირობები, რომ ახალგაზრდებმა, უფროსებმა, მასწავლებლებმა, ფერმერებმა ონლაინ-რეჟიმში შეძლონ ტრენინგების ჩატარება. ინვენტარი ვიყიდეთ, რომ ახალგაზრდულმა ცენტრმა სრულყოფილი მუშაობა შეძლოს»,-თქვა პროექტის ხელმძღვანელმა სერგეი ხაჩატურიანმა.
ამ სოფლების სკოლებში ინოვაციური სასწავლო ცენტრებია შექმნილი. თითოეული სოფლისთვის 4 კომპიუტერი, ტელევიზორი, მაგიდები, სკამები და სხვა ინვენტარია შეძენილი. პროექტის ფარგლებში ტარდებოდა სხვადასხვა ტრენინგები ფსიქოლოგიაში, გენდერულ თანასწორობაზე, ტრენინგები ფერმერებისთვის. ტრენინგები ტარდებოდა ორ ენაზე- სომხურზე და ქართულზე. ქართულ და ინგლისურ ენებში გაკვეთილები ტარდებოდა.
პროექტი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის დასრულების შემდეგ მთელი ინვენტარი სკოლას დარჩება.
სერგეი ხაჩატურიანის თქმით, სოფელ ხავეთის ახალგაზრდულ ცენტრში, ინგლისური ენის ონლაინ-გაკვეთილები ტარდება, სოფელ გოგაშენში – გეოგრაფიის.
პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფინანსური და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 15 000 დოლარია.