დღეს, 12 თებერვალს, ახალქალაქის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ «სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის» ფარგლებში დამამთავრებელი კურსის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა.
ჟვანიას სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომაგენლებთან ერთად 82 სერტიფიკატი გადასცა დამამთავრებელი კურსის მოსწავლეებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს «სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა».
ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილე, პაატა კლდიაშვილი ამ პროექტს უპირატესობას ანიჭებს.
«ჟვანიას სკოლა, სახელმწიფო ენის შესწავლის მიმართულებით, ქვეყნის ყველა რეგიონში აქტიურად მუშაობს. ჩვენ ყოველწლიურად 3500-მდე მოსწავლე გვყავს. ეს პროექტი დამატებით შესაძლებლობას აძლებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფო ენას არ ფლობენ. ის ხელს უწყობს მოქალაქეებს ისწავლონ ქართული ენა და სამუშაოს მოძებნის პერსპექტივების ამაღლებასა და ქვეყნის განვითარების პროცესებში აქტიურ მონაწილეობაში ეხმარება»,- თქვა პაატა კლდიაშვილმა.
ამ პროგრამის ყველა მონაწილე იმ დონის სერტიფიკატს ღებულობს, რომლის გამოცდაც ჩააბარა.
«სკოლაში მიღებისას მოსწავლეები შესაბამისი დონის გამოცდას აბარებენ, რათა გავარკვიოთ აღნიშნული მოსწავლის ქართული ენის ცოდნის დონე. საბოლოოდ სერტიფიკატი გადაეცემათ იმათ, ვინც წარმატებით ჩააბარებს გამოცდებს. პროგრამა მოქმედებს უკვე ბევრი წელია და თანმიმდევრულ ხასიათს ატარებს. ბევრი ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, აი რატომ ვზრდით ყოველწლიურად მოსწავლეთა რაოდენობას. ვფიქრობ, ჩვენი მოსწავლეები წარმატებულები არიან»,- დაამატა ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილემ პაატა კლდიაშვილმა.
დავამატებთ, რომ მიმდინარეობს სწავლების პროცესი ახალქალაქის სასწავლო ცენტრსა და სამობილო ჯგუფებში. კურსებს ჟვანიას სკოლის კვალიფიცირებული პედაგოგები ატარებენ.