სოფელ მერენიაში, რომელიც ახალქალაქიდან 18კმ-ს დაშორებით მდებარეობს, წლების განმავლობაში ადამიანები გაუთავებელ პრობლემებზე საუბრობენ, რასაც წელს უმუშევრობა დაემატა, უფრო სწორად, ხალხი რუსეთში სამუშაოდ ვერ გადის, ხოლო ადგილზე სამუშაო ადგილები არ არის.

“ჩვენ არ გვაქვს გზა, ეს რა გზაა, 2020 წელს ჩვენი გზის ასფალტირება თითქოს და იყო გათვალისწინებული, მაგრამ პროექტიდან მოხსნეს, არ არის. ზამთარში, ბუღაშენიდან ახალქალაქში ჩასასვლელი გზა არ არის, იძულებული ვართ იხტილადან გადავიდეთ. ამჟამად ჩვენი სოფლის ორივე გზა ცუდ მდგომარეობაშია”,- თქვა სოფელ მერენიის ერთ-ერთმა მცხოვრებმა და სოფლის უსასრულო პრობლემების ჩამოთვლა განაგრძო.

პრობლემას აქ ღამის განათებაც წარმოადგენს. ელექტრონათურები ცოტაა, და შერჩევითობის პრინციპით არის დამონტაჟებული.

“ყველა სოფელში ღამის განათება ნორმალურია, მაგრამ ჩვენს სოფელში არ არის, როგორ ჩავრთოთ. ხოლო არსებული ნათურები სპეციალურ ადგილებში მდებარეობს”,- დაამატა სოფლის სხვა მცხოვრებმა.

მერენიაში, ძირითადად, მესაქონლეობით არიან დაკავებულნი, მაგრამ წელს არც ეს სფეროა შემოსავლიანი, ხორცი დაბალ ფასში იყიდება.

“არავინ ჩამოდიოდა საყიდლად, მოგვიწია იაფად გაყიდვა. ერთ ძროხაში 1400-1500 ლარს იხდიან, ადრე 2000 ლარამდე აღწევდა ფასი”,- აღნიშნა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო როგორც ჯავახეთის სხვა სოფლებში, ასევე მერენიაშიც, ხალხმა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა ვერ მოახერხა. სოფლის მოსახლეობის ისედაც რთული მდგომარეობა უმუშევრობამ კიდევ უფრო გააუარესა.

“ჩვენი ოჯახიდან სამი მამაკაცი მიდიოდა “ხოფანში”, მაგრამ წელს დაკეტილი საზღვრების გამო ვერ მოახერხეს. ჩვენ ნახევარი ჰექტარი კარტოფილი დავთესეთ, ცხოვრება ძალიან გართულდა, ჩვენს 9 წევრიან ოჯახს მხოლოდ მიწის ამ ნაკვეთის იმედი აქვს. ჩვენ არც პენსიონერი გვყავს, არც მომუშავე, არ ვიცი, ზამთარში როგორ ვიცხოვრებთ”,- თქვა სოფელ მერენიის მცხოვრებმა და დაამატა, რომ “მოსავლის აღების დროს კარტოფილის საკრეფად ქალები დადიან და დღიურად, ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობენ”.

kartofilahavaq

ერთადერთი, რაც წელს მერენიის მოსახლეობას ახარებს- კარტოფილის მოსავალია. მოსავლის აღება უკვე დაწყებულია.

“წელს მშვენიერი კარტოფილია, ძალიან კარგი მოსავალია, ჩვენ კმაყოფილნი ვართ, ფასი ახლა 50-55 თეთრია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იაფია”,- თქვა მეხაკ გუშიანმა და საკუთარი კარტოფილის მიწები გვაჩვენა.

ქალები, რომლებიც კარტოფილს კრეფენ, აღნიშნავენ, რომ კარტოფილის ფასი მათ შრომასთან შედარებით ძალიან დაბალია: გასულ წელს ამ პერიოდში 1კგ კარტოფილი 70-80 თეთრი ღირდა, დღეს კი 50-60 თეთრი ღირს.

bnakich

ახალქალაქის რაიონის სოფელ მერენიის წარმომადგენელმა, სერგეი კახკციანმა თქვა შემდეგი:

“რა თქმა უნდა, მინდა, რომ იყოს ასფალტი, ამჟამად ვერ ვიტყვი, რომ არ არის გზა. ნორმალური გზა იხტილამდე 1კმ 350 მეტრია, მგზავრობა შესაძლებელია, ხოლო ასფალტირება ბუღაშენამდე – მომდევნო წლის პროექტშია ჩართული. ზამთარში ხდება, რომ ძლიერი თოვის შედეგად გზები იკეტება, მაგრამ მუდამ ასე არაა, ძირითადად, გზები ღიაა”.