გუშინ, წინასწარი სასამართლო სხდომის დროს, სამველ პეტროსიანისა და არმენ მკოიანის სისხლის სამართლებრივ საქმეზე მთავარი სხდომა დაინიშნა. მათ ხულიგნობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ხმაურიანი საქმის მთავარი სხდომა, რომელშიც მართველი პარტიის დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმისშვილი არმენ მკოიანი, ასევე საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოქმედი დეპუტატი სამველ პეტროსიანი ფიგურირებენ, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით 11 აგვისტოს 14:00 საათზე შედგება. როგორც JNEWS-ს ახალციხის რაიონული სასამართლოდან შეატყობინეს, გუშინ წინასწარი სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლოდან აღნიშნეს, რომ სხდომაზე მოწმეები, ბრალდებული და მოპასუხე მხარეები დაკითხული არ იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ პეტროსიანსა და მკოიანს ბრალდება, კანონის თანახმად, დაკავებიდან 3 დღის შემდეგ წაუყენეს, 82 საათის განმავლობაში მათ დანაშაულის აღკვეთა განესაზღვრათ: 31 მარტს ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა სხდომა, რომლის შედეგადაც სასამართლომ დანაშაულის აღკვეთის მიზნით თავისუფლების აღკვეთა შეარჩია.

5 მაისს არმენ მკოიანის ადვოკატმა სასამართლოს დანაშაულის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თხოვნით მიმართა, თუმცა სასამართლომ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა. 12 ივნისს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დანაშაულის აღკვეთის ღონისძიება შეცვალა, და ბრალდებულები 20 000 ლარის გირაოთი გაათავისუფლა.

წინასწარი სასამართლო სხდომა 2 თვის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო. გუშინ, 28 ივლისს, წინასწარი სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მტკიცებულებები უნდა წარედგინათ. ჩვეულებრივ, წინასწარ სასამართლო განხილვაზე, თუ მოსამართლე ჩათვლის, რომ ბრალდებები დასაბუთებულია, ის მთავარ სხდომას ნიშნავს, რაც მოხდა კიდევაც.

მთავარ სხდომაზე სასამართლო საქმეს არსებითად განიხილავს, რის შემდეგაც სასამართლოს განაჩენი გამოაქვს. მთავარი სხდომა სხვადასხვა მიზეზის გამო მრავალჯერ შეიძლება გადაიდოს.

წაიკითხეთ მასალები მსგავს თემაზე:
დაპირისპირება პეტროსიანი VS მკოიანი – იგივე კადრები, განსხვავებული ინტერპრეტაციით
ენზელ მკოიანი პეტროსიანის ადვოკატის განცხადებას უარყოფს
მკოიანსა და პეტროსიანს შორის სროლების ახალი კადრები გამოქვეყნდა
დაპირისპირება პეტროსიანი Vs მკოიანი: სროლებიდან პეტიციებამდე
სამველ პეტროსიანი და ა.მკოიანი წინასწარ პატიმრობაში იქნებიან
პეტროსიანსა და მკოიანს შორის სროლების ამსახველი კადრები (ვიდეო)   
პროკურატურამ სამველ პეტროსიანსა და ა.მკოიანს ბრალდება წაუყენა
ისროდნენ დეპუტატები მკოიანი და პეტროსიანი, ჰაერში, თუ ერთმანეთის მიმართულებით…
ადგილობრივი გარჩევები: დაპირისპირება ახალქალაქში პეტროსიანებსა და მკოიანებს შორის მოხდა