დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა სხდომა სამველ პეტროსიანისა და არმენ მკოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. მათ ბრალი ხულიგნობაში და ცეცხლსასროლი იარაღის მარლთსაწინააღმდეგოდ გამოყენებაში ედებათ. სასამართლომ ორივე ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ახალციხის რაიონული სასამართლოდან გვაცნობეს, ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
29 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი – 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ქალაქ ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი “გოლდის” მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან.
გამოძიება საქართველოს სისცლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 239 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, შუადღისას, დაახლოვებით 15:30 საათზე დეპუტატ ენზემ მკოიანის სახლთან სროლის ხმა გაისმა. სროლის შედეგად არავინ არის დაშავებული. როგორც ირკვევა, ისროლეს ორივემ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ენზელ მკოიანმა და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ დეპუტატმა, სამველ პეტროსიანმა.