Armenian      Russian

ახალქალაქში, ჯავახიშვილისა და თავისუფლების ქუჩების კვეთაზე არსებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მომენტი თუ, როგორ მიმდინარეობდა გარჩევები საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატების ნათესავებს შორის, რაც შემდგომ, შეიარაღებულ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. კერძოდ, საუბარია პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრზე, პარლამენტის ყოფილ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედ დეპუტატზე, სამველ პეტროსიანსა და პარლამენტის დეპუტატზე “ქართული ოცნებიდან”, ენზელ მკოიანზე.

26 მარტს, დღის მეორე ნაწილში, როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, დაახლოებით 15:28 საათზე, კაფე “გოლდთან“, რომელიც პეტროსიანს ეკუთვნის, პეტროსიანისა და მკოიანის ნათესავებს შორის კონფლიქტი დაიწყო. კადრებში ასევე ჩანს, რომ გარჩევები არ იყო ხანგრძლივი და მალევე დასრულდა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტის მონაწილე მხარეები თითქოს დამშვიდდნენ და დაიშალნენ, გაისმა სროლების ხმა.

უცვლელად გთავაზობთ სროლების ამსახველ კადრებს და 4 წუთის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. სროლების ხმა ვიდეომასალის ბოლო წამებში ისმის.

 

პარლამენტის ყოფილ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოქმედ დეპუტატ სამველ პეტროსიანსა და პარლამენტის დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის შვილს, საქართველოს პროკურატურამ ხულიგნობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენების  ბრალდება წაუყენა.

ახალქალაქის ცენტრში მომხდარი გახმაურებული სროლების საქმეზე ორი პირია დაკავებული.  

ისროდნენ დეპუტატები მკოიანი და პეტროსიანი, ჰაერში, თუ ერთმანეთის მიმართულებით…

სროლა ახალქალაქში: გამოძიება “ძალადობის” და “ცეცხლსასროლი იარაღის მარლთსაწინააღმდეგო ტარების” მუხლით მიმდინარეობს

ადგილობრივი გარჩევები: დაპირისპირება ახალქალაქში პეტროსიანებსა და მკოიანებს შორის