ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთს ელექტროენერგია გუშინდელს აქეთ არ მიეწოდება. სოფელთან ახლოს ხე ელექტროკაბელების ბოძს დაეცა. როგორც JNEWS -ს კომპანია Energo Pro Georgia-დან აცნობეს, ადგილზე უკვე მუშაობენ კომპანიის წარმომადგენლები ხარვეზის აღმოფხვრაზე და დაახლოებით 2 საათში სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.

აღსანიშნავია, რომ სოფელი ბარალეთი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველაზე ქალაქთან მდებარე ყველაზე ახლოს სოფელია და დენის გარეშე 24 ივლისის 23:00 საათის შემდეგ არის.

კომპანია Energo Pro Georgia -ს თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ ზემოთ აღნიშნული სოფლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უახლოესი 2 საათის განმავლობაში განახლდება.