დღეის მონაცემებით ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სკოლებში მასწავლებლის, ექთნის და სხვა პოზიციებზე 45 ვაკანსია არის გამოცხადებული. ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიზიკის მასწავლებელზეა.

მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ვაკანსიები.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყველაზე მეტი ვაკანსია ახალქალაქშია გამოცხადებული- 31 ვაკანტური ადგილი.

რაც შეეხება ნინოწმინდის სკოლებს, იქ 14 ვაკანტური ადგილია.

რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების სკოლებში ვაკანტური ადგილები არ აღემატება ათს.

წარმოგიდგენთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში ვაკანტური ადგილების სიას.

სოფელ კიროვაკანის სკოლა
ფიზიკა- VIII, IX, X, X კლასები;
მათემატიკა-X კლასი;
უცხო ენა (რუსული)-V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასები.

სოფელ ბურნაშეთის სკოლა
გეოგრაფია- VII, VIII კლასები;
ჩვენი საქართველო — V, VI კლასები;
ბიოლოგია-V, VI კლასები;
ფიზიკა — VIII, IX, X, XI კლასები.

თამაზ მელიქიძის სახელობის სოფელი კოთელიის სკოლა
ფიზიკა — VII, VIII, IX, X, XI კლასები.

სოფელ ხავეთის სკოლა
მუსიკა — V, VI, VII, VIII, IX, X კლასები;
ხელოვნება — V, VI, VII, VIII, XI კლასები;
უცხო ენა (ინგლისური) — I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასები.

სოფელ ალასტანის სკოლა
ფიზკულტურა და სპორტი-VI, VII, VIII, X კლასები;
მუსიკა — VI, VII, VIII, IX, X კლასები;
ხელოვნება — VI, VII, VIII, IX კლასები.

სოფელი ხულგუმოს სკოლა
ქიმია — IX, X, XI, XII კლასები.

სოფელი არაგვას სკოლა
უცხო ენა (ინგლისური) —I, II, III, V, IX კლასები;

სოფელი ტურცხის სკოლა
მუსიკა;

სოფელი ვაჩაინის სკოლა
მათემატიკა — III კლასი;
ხელოვნება — III კლასი;
უცხო ენა (რუსული) — X, XI, XII კლასები;
ეროვნული უმცირესობების ენა (სომხური) — VII, X კლასები.

სოფელი ჩუნჩხის სკოლა
გეოგრაფია — VII, VIII, IX, X, XI კლასები;
სამოქალაქო განათლება.

სოფელი ბავრის სკოლა
ქიმია;
ფიზიკა.

სოფელ აბულის სკოლა
ხელოვნება — IV, VII, VIII, IX, X კლასები;
მათემატიკა;
ქიმია;

სოფელ ღადოლარის სკოლა
ფიზიკა-VIII, IX კლასები.

სოფელ ზაქის სკოლა
ფიზიკა — VIII, IX, X, XI კლასები;
ბიოლოგია — VII, VIII კლასები.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი:

სოფელი ყაურმის სკოლა
ფიზიკა.

სოფელი ეშტიის №1 სკოლა
ხელოვნება-I, IV კლასები.

სოფელი ეშტიის №2 სკოლა
ფიზიკა-VIII, IX, X, XI კლასები;
სპეციალური მასწავლებელი.

სოფელი სათხეს სკოლა
გეოგრაფია-VII, VIII, IX, X, XI კლასები;
მათემატიკა-X, XI, XII კლასები;
სკოლის ექიმი.

სოფელი საღამოს სკოლა
უცხო ენა (ინგლისური) -I, III, VI კლასები;

სოფელი ფოკის სკოლა
ფიზკულტურა და სპორტი- VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასები;
სამოქალაქო განათლება- X კლასი.

სოფელი ყულალისის სკოლა
ფიზიკა.

სოფელი ჟდანოვის სკოლა
მუსიკა-V, VI, VII, VIII, IX კლასები;
ქართული, როგორც მეორე ენა არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის- IX, X, XI, XII კლასები.

სოფელი ეფრემოვკას სკოლა
გეოგრაფია- VII, VIII კლასები.

ვაკანსიებზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადა უმეტეს შემთხვევებში იანვრის ბოლოს იწურება.

მონაცემები აღებულია pedagogi.ge საიტიდან 17:00 საათის (2020 წლის 23 დეკემბერის მონაცემებით)