სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.

12 ივლისის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“-ის სულ 31 969 დადასტურებული შეთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 565 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსისგან 19 633 პაციენტი განიკურნა.

სომხეთში 16 მარტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნთ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის პირობებში აკრძალულია მასობრივი შეკრებები, ასევე ქვეყანაში სავალდებულოა პირბადეების ტარება.