საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ სპეციალური სამთავრობო საიტი – stopcov.ge, იტყობინება.
საიტის ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში ინფიცირების 1596 შემთხვევაა დადასტურებული. კიდევ 15 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 1294 ადამიანი შეადგინა.
გარდა ამისა, საქართველოს 41 მოქალაქე სამკურნალოდ უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. კორონავირუსს საქართველოში 19 პაციენტი ემსხვერპლა.
კარანტინის რეჟიმში 6 250 მოქალაქე დარჩა, სტაციონალური დაკვირვების ქვეშ კი – 289 ადამიანი იმყოფება.