დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის თანახმად სომხეთში კორონავირუსის ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 55,087-მდე გაიზარდა.
შედარებისთვის, 8 ოქტომბრის მონაცემებით, ასეთი 54 473 შემთხვევა იყო, ამრიგად, დღე-ღამეში COVID-19-ის 614 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სომხეთში კორონავირუსის ინფექციით 1010 ადამიანი გარდაიცვალა (პლუს 6 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც “სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალა”, არის 303 (1 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში).
ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 45528 გახლავთ. 8246 ადამიანი მკურნალობას განაგრძობს. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობა 316,479 შეადგენს.