Armenian      Russian

ახალქალაქის მერიის ახალი პროექტი, რომელიც ქალაქში ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟებასა და ახალი მოძრაობის წესების შემოტანას გულისხმობს, უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ზოგიერთი ქუჩის მაცხოვრებელმა, რომელიც ეკონომიკური საქმიანობითაა დაკავებული, მერიას წერილით მიმართა.

ახალქალაქის მერიამ ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟება უკვე დაიწყო. სამუშაოების შესრულების ტენდერი და მათი განთავსება „არშაკ ამოიანმა“ 34 600 ლარით მოიგო. ტენდერ-კონკურსში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომპანიამ: „გზაჯვარედინი“, შპს „ელიტ ტექნოლოჯი“, შპს „ვემ“ და „არშაკ ამოიანი”. სამუშაოს დასრულების ბოლო ვადა 2020 წლის 8 სექტემბერია.

ახალქალაქის საგზაო მოძრაობის ახალი პროექტის შედგენაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები და მერიის თანამშრომლები არიან ჩართულნი.

ზოგი საგზაო ნიშნის შეცვლამ და ახალი ნიშნების დამონტაჟებამ ბევრი ბიზნესმენისა და ქალაქის მაცხოვრებლის საჩივრის შეტანის მიზეზი გახდა.

აღნიშნული განცხადებები მერიამ მიიღო.

„ჩვენ განცხადებები მივიღეთ. სიმართლე გითხრათ, სამუშაო ჯგუფის მუშაობის დროს ჩვენ მეწარმეებს შევხვდით, მათ შორის შევხვდით აფთიაქის მფლობელებს. მაშინ ჩვენ ავუხსენით, თუ რა სახით გვსურს ქალაქის მოძრაობის ორგანიზება. იმ დროს არავისგან მიგვიღია საჩივარი, პირიქით, ჩვენ მათთან ერთად, ადგილზევე დავათვალიერეთ მიმართულება. განცხადებების მიღების შემდეგ მე კვლავ შევხვდი მათ. შესაძლებელია, რომ მათ წინადადებებზე და განცხადებებზე დაყრდნობით ჩვენ ახალი სამუშაო ჯგუფი შევქმნათ და საკრებულოს პროექტში კანონის შესაბამისად შესწორებები შევიტანოთ“,- თქვა ახალქალაქის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ვრეჟ ბერიკიანმა.

როგორც ბერიკიანმა აღნიშნა, პროექტი საპატრულო პოლიციაში იყო მიმართული და მათი თანხმობა მიიღო, რომლის თანახმადაც ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხო წესებსა და მოხერხებულ ორგანიზებას შეესაბამება.

„არსებული მონაცემებით ახლა სამუშაოები მიმდინარეობს და გაგრძელდება. მერის შესაბამისი გადაწყვეტილებით ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ტენდერ-კონკურსის სამუშაო გრაფიკი შეიძლება გადატანილიც იყოს, რაც კანონით არის დაშვებული. ფაქტიურად გამოდის, რომ უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ჯგუფი. მაგრამ ამჟამად გადაწყვეტილებაში ცვლილებები არ არის შეტანილი“,- ამატებს ვრეჟ ბერიკიანი.

ის პირები, რომლებმაც განცხადება შეიტანეს და Jnews-ის ჟურნალისტებთან საუბარზე უარი თქვეს, მერიის წარმომადგენლის გადმოცემის თანახმად ითხოვენ შემდეგს:

„ისინი ამბობენ, რომ იქ აფთიაქი აქვთ და საგზაო რეგულაციების გადახედვას ითხოვენ. ჩვენი პროექტით ეს გზა ცალმხრივი ხდება, რათა ამ ქუჩაზე მოძრაობა უფრო თავისუფალი გახდეს. მანქანების გაჩერება მათ მხარეს იქნება. მათ სურთ, რომ ჩვენ მოძრაობის მიმართულება შევცვალოთ. ჩვენი ქუჩების სივიწროვე და მოძრაობის ინტენსივობა გავითვალისწინეთ, ასევე გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ქალაქის ცენტრი ძალიან დატვირთულია, ყველაფერი მოძრაობის უსაფრთხოებისა და რეგულირებისათვის კეთდება. ჩვენ გვაქვს ვიდეოჩანაწერები სადაც ასახულია, თუ სასწრაფო დახმარების მანქანები ქუჩის სივიწროვის გამო როგორ ვერ ახერხებენ გადაადგილებას“,- ამატებს ვრეჟ ბერიკიანი.

აფთიაქის მფლობელებს სურთ, რომ ნალბანდიანის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვალოს.

„ჩვენ ჭავჭავაძის ქუჩის განცხადებაც გვაქვს, სადაც მცხოვრები ცვლილებების სასწრაფოდ შეტანას ითხოვს“,- ამბობს ახალქალაქის მერიის წარმომადგენელი.

ის აღნიშნავს, რომ ამჟამად საკრებულოს გადაწყვეტილებაში ცვლილებები არ არის შეტანილი, რადგან საკრებულოს გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად გასაჩივრებული არ იყო.

ქალაქში საგზაო მოძრაობის რეგულირების ახალი პროექტის თანახმად, ჭავჭავაძის, რუსთაველის, მიკოიანისა და თელმანის ქუჩების გადაკვეთისას იქნება საგზაო ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“.

ჭავჭავაძის ქუჩა მიასნიკიანის ქუჩამდე ცალმხრივი გახდება, მოძრაობა რუსთაველიდან თამარ მეფის ქუჩამდე გავა, მიკოიანის ქუჩიდან ჯავახეთის ქუჩამდე ჩავა, თელმანის ქუჩიდან თავისუფლების ქუჩამდე.

თავისუფლების, ჯავახეთისა და დარბინიანის ქუჩები მთავარი ქუჩები ხდება.

„ჩვენ, რაღაც მხრივ, მძღოლების დახმარებას ვცდილობთ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შევუთანხმდით, რომ თავიდან, თუნდაც ერთი თვის განმავლობაში, შეცდომის დაშვების შემთხვევაში მძღოლები გააფრთხილონ. თუმცა, მძღოლებს სიფრთხილისაკენ მოვუწოდებ“,- აჯამებს ახალქალაქის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ვრეჟ ბერიკიანი.

წელს ახალქალაქში ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება და კამერებიც იმუშავებს