საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანი და საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმისშვილი არმენ მკოიანი, რომლებსაც ხულიგნობაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებაში ადანაშაულებდნენ, 20 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

დღეს, 12 ივნისს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ «26 მარტს ახალქალაქის ცენტრში სროლების» ფიგურანტების, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის სამველ პეტროსიანის და დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმისშვილის არმენ მკოიანის მიმართ დანაშაულის აღკვეთა შეცვალა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 17 ივლისს შედგება.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 15:28 საათზე კაფე «გოლდთან», რომელიც პეტროსიანს ეკუთვნის, პეტროსიანისა და მკოიანის ნათესავებს შორის კონფლიქტი დაიწყო. კადრებში ასევე ჩანს, რომ დაპირისპირება არ იყო ხანგრძლივი და მალევე დასრულდა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები თითქოს და დამშვიდდნენ და დაიშალნენ, «ქართული ოცნების» პარტიის მოქმედ წევრს ენზელ მკოიანსა და «ნაციონალური მოძრაობის» ყოფილ წევრს სამველ პეტროსიანს შორის სროლები დაიწყო.

პეტროსიანს და მკოიანს ბრალი ხულიგნობაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენებაში ედებათ.

31 მარტს ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომა სამველ პეტროსიანისა და არმენ მკოიანის მიმართ დანაშაულის აღკვეთის ღონისძიების საკითხის შესახებ გაიმართა. სასამართლომ დანაშაულის აღკვეთის ღონისძიების სახით ორივე ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა დაუდგინა.

5 მაისს არმენ მკოიანის ადვოკატმა სასამართლოს დანაშაულის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თხოვნით მიმართა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება მაშინ ჯერ კიდევ უცვლელი დარჩა.

წაიკითხეთ მასალები მსგავს თემაზე:

დაპირისპირება პეტროსიანი VS მკოიანი – იგივე კადრები, განსხვავებული ინტერპრეტაციით

ენზელ მკოიანი პეტროსიანის ადვოკატის განცხადებას უარყოფს
მკოიანსა და პეტროსიანს შორის სროლების ახალი კადრები გამოქვეყნდა
დაპირისპირება პეტროსიანი Vs მკოიანი: სროლებიდან პეტიციებამდე
ირმა ინაშვილი. «სამველ პეტროსიანის დაპატიმრება – აშკარა უსამართლობაა»
ენზელ მკოიანმა შსს-ს მიმართა, რათა პეტროსიანის იარაღი შეამოწმონ
სამველ პეტროსიანი და ა.მკოიანი წინასწარ პატიმრობაში იქნებიან
მკოიანი პერტოსიანს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს 
პეტროსიანსა და მკოიანს შორის სროლების ამსახველი კადრები (ვიდეო) 
პროკურატურამ სამველ პეტროსიანსა და ა.მკოიანს ბრალდება წაუყენა
ისროდნენ დეპუტატები მკოიანი და პეტროსიანი, ჰაერში, თუ ერთმანეთის მიმართულებით…
ადგილობრივი გარჩევები: დაპირისპირება ახალქალაქში პეტროსიანებსა და მკოიანებს შორის მოხდა