დახოცილი ქათმი, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანდოს მოსახლეობამ 18 მაისს აღმოაჩინა, უკვე ჩამარხეს და ინფექციის გავრცელების საფრთხეს აღარ წარმოადგესნ.

Jnews-ი დაგვპირდა, რომ ამ ტერიტორიის დასუფთავების პროცესს ადევნებდა თვალყურს. სოფელ ვარევანში მერის წარმომადგენლის მიშა სტეფანიანის თქმით, ტერიტორია დასუფთავებულია და სოფელი ხანდოს მოსახლეობას შიშის გარეშე, თავისუფლად შეუძლია მდინარესთან მისვლა.

დასუფთავების სამუშაოები ორ სოფელმა, ხანდომ და ვარევანმა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იყო გაუგებრობა იმის თაობაზე, თუ ვინ დაასუფთავებდა ტერიტორიას, 20 მაისს ის მაინც დასუფთავდა.

არ გაირკვა თუ რისგან დაიხოცა ათეულობით ქათამი, რჩება შეკითხვა თუ ვინ დაასუფთავებს მას

სოფელ ვარევანში მერის წარმომადგენლის მიშა სტეფანიანის თქმით, ქათამი ერთ ხროვად შეკრიბეს და ჩამარხეს.

«ამოვთხარეთ ორმო და იქ შევკრიბეთ ყველაფერი, იმისათვის, რომ უფრო აკურატულად ყოფილიყო, კიდევ რამდენიმე ტომარა მიწა მოვიტანეთ და დავაყარეთ. რომ მოინდომონ მაინც ვერ იპოვიან»,- თქვა მიშა სტეფანიანმა.

მიმდინარე წლის 18 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანდოს მოსახლეობამ განაცხადა, რომ უცნობმა ადამიანებმა მათი სოფლის მახლობლად, მდინარის ნაპირთან, დახოცილი ქათმები დაყარეს. სოფლის მოსახლეობა შესაბამისი ორგანოებისგან ითხოვდა, რაც შეიძლება მალე დაესუფთავებინათ ტერიტორია. თავად მოსახლეობას მიახლოების ეშინოდა, რადგან შინაური ფრინველის სიკვდილის მიზეზი არ იცოდა.

ათობით დახოცილი ქათამი სანაპიროზე, სოფელ ხანდოში განგაში ატეხეს