ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანდოს მოსახლეობა ჩივის. ვიღაც უცნობებმა სოფლის მახლობლად მკვდარი ქათმები გადაყარეს. სოფლის მოსახლეობა შესაბამისი დაწესებულებებისაგან, ტერიტორიის მაქსიმალურად სწრაფად დასუფთავებას ითხოვს. თავად მოსახლეობას მიახლოება ეშინია, რადგან შინაური ფრინველის სიკვდილის მიზეზი არ იციან.

მკვდარი ქათმები სოფლის მაცხოვრებლებმა ორი დღის წინ აღმოაჩინეს, როდესაც მდინარე ფარავანის შენაკადის ნაპირთან ჩავიდნენ. დასვენების ადგილას, სადაც თბილ ამინდში ხშირად დადის ხანდოს მოსახლეობა, თავიდან ქათმები ტომრებში იყო, შემდეგ კი მიმოფანტული ნახეს. როგორც ჩანს, ძაღლებმა ან რაიმე სხვა ცხოველმა დაღრნა და მიმოფანტა ისინი.

როგორც სოფელში ყვებიან, ორი დღის წინ საქართველოს სხვა რაიონების ვიღაც მცხოვრებლები, ხანდოში ცოცხალ ქათმებს ყიდიდნენ. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ სწორედ ამ გამყიდველებმა გადაყარეს დახოცილი ქათმები გზაზე.

«ჩვენ თავად შეგვიძლია ტერიტორიის დასუფთავება, თუმცა არ ვიცით რისგან დაიხოცა ქათმები, შეიძლება რაღაც ვირუსი ჰქონდათ, ამიტომ ხელს არ ვკიდებთ, გვინდა, რომ შესაბამისმა დაწესებულებებმა მოაგვარონ ეს საკითხი»,- ამბობს სოფელი ხანდოს მცხოვრები რაფიკ აკოპიანი.

Hav 2

სოფელი ხანდოს მცხოვრების სამველ გალოიანის თქმით, მაგ დღეს სოფელში ბევრმა იყიდა ქათამი.
«სოფლის ერთმა მცხოვრებმა 12 ქათამი იყიდა, მათგან სამი მეორე დღეს მოკვდა»,- ამბობს სამველ თოროსიანი.

Hav 1

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, აღნიშნული მდინარის ნაპირზე ხშირად დადიან პიკნიკზე, თუმცა უსიამოვნო სუნის გამო ხალხი ადრინდელივით ვეღარ მიდის იქ.

Jnews-ი შეეცდება გარკვევას და მოგვიანებით გაცნობებთ იციან თუ არა დახოცილი ქათმების შესახებ სურსათის ეროვნულ სამსახურში და რის გაკეთებას აპირებენ ამასთან დაკავშირებით.