საქართველოში კორონავირუსის 702 შემთხვევა არის დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 456 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 702 შემთხვევა არის დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 456 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 702 შემთხვევა არის დადასტურებული.

ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 456-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4787 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე