სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატის ხელმძღვანელმა ნეტარ ვარდაპეტ (არქიმანდრიტ) ტერ მაგაკია ამირიანმა მიმართა ჯავახეთის მოსახლეობას, დიასპორას, კარწახელებს დაეხმარონ სურბ ჰოვანეს კარაპეტის ტაძარს. მიმართვა დღეს საღამოს ვიკარიატის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
«სოფელი კარწახის სურბ ჰოვანეს კარაპეტის ტაძარს თითოეული ჩვენგანის დახმარება ესაჭიროება. წვიმის წყლები სახურავის გამო ჩადის ტაძარში, რის გამოც ფუჭდება კედლები და ტაძრის საძირკველი. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ერთობლივად ვიზრუნოთ სურბ ჰოვანეს კარაპეტის ტაძრის სახურავზე. ჯავახეთში სომხური სამოციქულო ეკლესიის ვიკარიატი კარწახის მოსახლეობასთან ერთად, უახლოეს მომავალში წარადგენს პროექტს, რომელიც საჭიროა სახურავის გარემონტებისათვის და მასთან ერთად ფინანსურ დანახარჯებს. პროექტი სამუშაო ჯგუფის დახმარებით განხორციელდება, რომელიც შემდგარი იქნება მოსახლეობისა და ვიკარიატის ერთობლივი ძალებით. ჩვენ შეუძლებელი უნდა შევძლოთ, რათა გავარემონტოთ ტაძრის სახურავი. ყველა სფეროში ფინანსური საკითხების გათვალისწინებით, რომელიც პანდემიის გამო წარმოიშვა, ტაძრის სახურავის რეაბილიტაციისათვის ფინანსირების მოპოვება თითოეულის წმინდა მოვალეობაა. ღმერთმა გაგვაძლიეროს, ამ წმინდა და ნაკურთხი მისიის შესრულებაში»,- ნათქვამია პოსტში.
Jnews.ge-სთან საუბარში ნეტარ მაგაკია ამირიანმა დაამატა, რომ აღნიშნული პრობლემა არსებობს იმ დღიდან, როდესაც ჯავახეთში მსახურებას შეუდგა, თუმცა ფინანსების არარსებობის მიზეზით საქმე უფრო უარესდებოდა. აღსანიშნავია, რომ ვარდაპეტ ტერ მაგაკია ამირიანს მოუწოდეს გასული, 2019 წლის, აპრილში ჯავახეთში მსახურება ჩაეტარებინა.
შეგახსენებთ, თოვლმა და წვიმამ, უამინდობამ, რომელიც ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდებოდა სოფელი კარწახის სურბ ჰოვანეს კარაპეტის ტაძრის სახურავზე, უზარმაზარი ნახვრეტების გამო, არასანუგეშო მდგონარეობის საკითხი ისევ წამოწია.
გუშინ საღამოს Jnews-მა მისი მკითხველის, ვიტალი ბანგოიანისაგან, მიიღო ვიდეო, სადაც სოფელი კარწახის ტაძარია გადაღებული. ამ კადრებზე წყალი ჩამოდის ტაძრის ქვის სახურავის ნახვრეტებიდან. კედლები და სვეტები ხავსით არის დაფარული, ხოლო ხატები მთლიანად ობით დაიფარა, აქ ყველაფერი წყალშია.
დაწვრულებით ჩვენს მასალებში: კარწახის ტაძარი წყლით დაიფარა
წყალი და ხავსი კაწახის ტაძრის მუდმივი სტუმრები არიან