თოვლმა და წვიმამ, უამინდობამ, რომელიც ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდებოდა სოფელი კარწახის სურბ ჰოვანეს კარაპეტის ტაძრის სახურავზე, უზარმაზარი ხვრელის გამო, არასანუგეშო მდგონარეობის საკითხი ისევ წამოწია.

გუშინ საღამოს Jnews-მა მისი მკითხველის, ვიტალი ბანგოიანისაგან, მიიღო ვიდეო, სადაც სოფელი კარწახის ტაძარია გადაღებული. ამ კადრებზე წყალი ჩამოდის ტაძრის ქვის სახურავის ნახვრეტებიდან. კედლები და სვეტები ხავსით არის დაფარული, ხოლო ხატები მთლიანად ობით დაიფარა, აქ ყველაფერი წყალშია.

საქმე იმაშია, რომ ტაძარი უკვე დიდი ხანია ამ მდგომარეობაშია. თურქეთის საზღვართან მდებარე სოფელი კარწახის ტაძრის შესახებ Jnews.ge-მ ჯერ კიდევ 2017 წელს გამოაქვეყნა მასალა, მას შემდეგ იქ ასეთი ვითარებაა.

წყალი და ხავსი სოფელი კარწახის ტაძრის მუდმივი სტუმრები არიან

ვითარება მაშინაც კრიტიკული იყო. სინესტის გამო სვეტები და კედლები ხავსით დაიფარა, ხატები “ტიროდნენ” და ობით იფარებოდნენ, მიუხედავად ამისა ტაძარი მოქმედია და იქ მსახურება ტარდება.

ტაძარი 2012 წელს გაარემონტეს, მაგრამ ჩატარებულმა რეკონსტრუქციამ ასეთი ვითარება შექმნა. პრობლემა ტაძრის სახურავში მდგომარეობს, თანამედროვე სტანდარტებიდან გამომდინარე ძველი სახურავი ახლით შეცვალეს, რამაც მოლოდინი არ გაამართლა და სახურავიდან წყალმა გაჟონვა დაიწყო. წვიმის წყალი გროვდება შიგნით, რაც საშინელ სინესტეს იწვევს.

Karcax ekexeci

იმის შესახებ, თუ რას მოიმოქმედებს სომხური სამოციქულო ეკლესიის ვიკარიატი ჯავახეთში და რატომ არ მოგვარდა ეს საკითხი დღემდე, Jnews-ი ვიკარიატისგან ელოდება პასუხს და არსებულ ვითარებას შემდგომ მასალებში გამოაქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ სოფელი კარწახის სურბ ჰოვანეს კარაპეტის ტაძარი 2012 წლის 14 ივლისს ხელმეორედ აკურთხეს. ტაძრის სახურავი მთლიანად დაფარულია ქვის ფილებით. სოციალიზმის პერიოდში ტაძარი ხელისუფლების იურისდიქციაში გადავიდა, 1929 წელს ტაძარი დაკეტეს, 1933 წელს საწყობად აქციეს. 1992 წლიდან ტაძარი გადაივიწყეს და 20 წლის შემდეგ აღადგინეს და გახსნეს. დღეს ეს მოქმედი ტაძარია, რომელიც ХIX საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა.