სინოპტიკოსები დღეს, 22 ნოემბერს დღის ბოლოდან ნალექს პროგნოზირებენ, რომელიც 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.
მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.