12 იანვარს საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა დოკუმენტს ხელი მოაწერეს, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმი გამარტივდება და მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა პირადობის მოწმობებითაც შეეძლებათ. თუმცა, გეგმა ჯერ პრაქტიკაში არ დაცდილა.
სომხეთში გადასვლისა თუ მისი დატოვებისას ბიომეტრიული პასპორტის აღებაა საჭირო.
ხელმოწერილი დოკუმენტის არსებობა არ ნიშნავს, რომ საზღვარს პირადობის მოწმობით უახლოეს მომავალში გადავკვეთთ.
როგორც JNEWS-ს საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში აცნობეს, სომხეთ-საქართველოს საზღვრის პირადობის მოწმობით გადაკვეთა ამ დრომდე შეუძლებელია.
„კანონი ძალაში არ შესულა და ზუსტად როდის შევძლებთ საზღვრის პირადობის მოწმობით გადაკვეთას, ჯერჯერობით უცნობია. როგორც კი გაირკვევა, გამოვაქვეყნებთ და მოსახლეობასაც ვაცნობებთ“.