დღეს, 20 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან COVID-19-ით ინფიცირების 1588 შემთხვევაა გამოვლენილი.

როგორც JNEWS-ს სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ აცნობა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 32 შემთხვევა დარეგისტრირებულია ახალციხეში, 11- ადიგენში, 1 ახალქალაქის მუნიპალიტეტში, 17- ასპინძაში, 32- ბორჯომში და 2 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

მთლიანად რეგიონში 1796 ადამიანია თვითიზოლირებული, რომელთაგან ახალციხეში-770, ახალქალაქში-126, ბორჯომში-286, ნინოწმინდაში-75, ასპინძაში-158, ადიგენში- 371.

საკარანტინე ზონაში რჩება 247 ადამიანი, რომელთაგან 74 ახალციხეში, ხოლო 173 ბაკურიანში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად ლეტალური შემთხვევები არ ფიქსირდება, გამოჯანმრთელდა 34 პაციენტი.

ჯამში, რეგიონში გამოჯანმრთელდა 337 ადამიანი, დაიღუპა-16.