ჩამოცვენილი ფოთლების დაწვა ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა, დასუფთავების მსგავსი ხერხი საქართველოში კანონით ისჯება.
ჯავახეთში გვიანი შემოდგომაა, მოკლე პერიოდში ხეებზე ფოთლები ყვითელ, წითელ და სტაფილოსფერში შეიღება და მალევე დაიწყო ცვენა, მთელ ქალაქში გზები ყვითლად გადაიპენტა.
ახალქალაქში ძირითადად ერთსართულიანი, საკუთარი სახლებია. პრაქტიკულად ყველა სახლს აქვს ეზო, სადაც ხეხილის და სხვდასხვა ხეები არის. ამ დროს ყველა მეპატრონე აგროვებს ფოთლებს და ერთადერთ გამოსავალს მათ დაწვაში ხედავენ. მსგავსი ქმედება ბუნებისთვის ზიანის მომტანია.
საქმე იმაშია, რომ, როდესაც მშრალი ფოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები იწვება, მცენარეული ნარჩენების 1 ტონა კვამლი ატმოსფეროში 9 კგ მიკრონაწილაკს გამოიმუშავებს, რომლებიც აზოტის ოქსიდთან (N2O) ურთიერთქმედებაში სმოგს ქმნის. სმოგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა, იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ინსულინი, ბრონქიალური ასთმა, ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია, ფილტვებისა და ყელის კიბო. თუკი ფოთლებთან ერთად პლასტიკური შეფუთვა ან პოლიეთილენის ბოთლებიც იწვება, წარმოიქმნება რიგი ტოქსინებისა, რომლებიც ცენტრალური ნერვული სისტემის, ღვიძლის და სხვა შიდა ორგანოების მუშაობაზე მოქმედებს. ბავშვის ორგანიზმისთვის სმოგი 6-ჯერ უფრო სახიფათოა.
უტილიზაციის მსგავსი ხერხი წამლავს ჰაერსაც და ნიადაგსაც, მცირდება ჟანგბადის რაოდენობა, ამიაკის და მეთანის რაოდენობა კი იზრდება.
ფოთლების გადამუშავების ორი ხერხი არსებობს: ფოთლების ერთ ადგილას მოგროვება და ეკოლოგიური სასუქის გაკეთება, ან უბრალოდ მიწაზე დატოვება, რომელიც დალპება და თავისით წარმოქმნის ბუნებრივ სასუქს.
ახალქალაქში ფოთლების წვა ნარჩენების უტილიზაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, მოსახლეობამ არ იცის, რომ საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი ფოთლების, ბაღის ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვისთვის 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. უმეტეს შემთხვევაში, ხალხმა არაფერი იცის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგებზე და მითუმეტეს ჯარიმებზე.
უფრო დაწვრილებით იხილეთ არასამთავრობო ორგანიზაცია “ამბრელას” ვიდეოში.