დღეს, 20 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის პანდემიის დაწყებისდან დღემდე, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3679 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 290 ახალქალაქში და 133 ნინოწმინდაში.

როგორც სამცხე – ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS– ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა აღმოაჩინეს სამცხე – ჯავახეთში.

მუნიციპალიტეტების მიერ გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
4 – ახალციხეში;
0 – ადიგენში;
3 – ახალქალაქში;
16 – ბორჯომში;
0 – ნინოწმინდაში;
0 – ასპინძაში.

საერთო ჯამში, რეგიონში 938 ადამიანი იზოლირებულია:
ახალციხე – 285;
ახალქალაქი – 120;
ბორჯომი – 256;
ნინოწმინდა – 8;
ასპინძა – 113;
ადიგენი – 155.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, 76 პაციენტი გამოჯანმრთელდა სამცხე-ჯავახეთში. რეგიონში სულ 1 916 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 37 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 58 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. 173 ტესტის პასუხის მოლოდინშია.