ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები დღეიდან დაიკეტა, ისინი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ნოემბრის ბოლოს,შესაძლოა, აღმზრდელებისთვის კვების პროდუქტის დარიგება, კვლავ განხორციელდეს.
COVID-19-ის გამწვავებული ვითარების გამო, მერისა და რაიონის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის გადაწყვეტილებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გამო, რომ №2 საბავშვო ბაღი არ მუშაობდა, რადგან იქ კორონავირუსით დაავადებულია დარეგისტრირებული, ხოლო დანარჩენ სკოლამდელ დაწესებულებებში ნაკლები ბავშვი დადიოდა. ზოგიერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ტესტი გაიკეთა, თუმცა დღემდე არ მიუღია პასუხი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ანაიდა ასატურიანის თქმით, ნოემბრის ბოლოს სრულდება სამი თვე, რაც საბავშვო ბაღების აღზრდელებს კვების პროდუქტები დაურიგდათ, და თუკი ამ დროის განმავლობაში ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში არ იმუშავებენ, პროდუქტს ახალად დაარიგებენ.
შეგახსნებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 12 საბავშვო ბაღი, რომელთაგან 3 ქალაქშია, დანარჩენები სოფლებში. წლის დასაწყისიდან საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ორჯერ დაურიგდათ პარკები, სადაც ჰიგიენური საშუალებები და კვება შევიდა.