დისტანციურმა რეჟიმმა ყველა სტუდენტის განათლების ხარისხზე იქონია გავლენა, მაგრამ ყველაზე მეტად ქართული ენის მოსამზადებელი კურსის სტუდენტებზე. ისინი პირველკლასელებივით არიან, ახლახანს იწყებენ ენის შესწავლას სიღრმისეულად, გრამატიკას ყველა საჭირო ნიუანსით. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია მეცადინეობებს გარეთ ქართულ ენაზე მუდმივი კომუნიკაციის საშუალება, რომელიც დისტანციურ რეჟიმში არ არის.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების დღიდან, 2020 წლის თებერვლიდან საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დისტანციურ რეჟიმში მეცადინეობების ჩატარების საკითხის განხილვა დაიწყეს, ხოლო მარტიდან მოყოლებული, სხვადასხვა უნივერსიტეტი განსხვავებულ დროს გადავიდა ონლაინ-მეცადინეობებზე. აუდიტორიებში სწავლა ნებადართულია 2021 წლის 4 ოქტომბრიდან, მაგრამ უნივერსიტეტებმა ძირითადად ონლაინ-სწავლების გაგრძელება გადაწყვიტეს. ზოგიერთი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ აუდიტორიებში სწავლის განახლება დამოკიდებულია აცრილი სტუდენტებისა და მომუშავეების რაოდენობაზე. ზოგიერთმა უბრალოდ გადაწყვიტა გააგრძელოს დისტანციური სწავლება სემესტრის ბოლომდე.
ახალქალაქელი სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტში “1 + 4” პროექტის ფარგლებში სწავლობენ, ყოველწლიურად იზრდება. შეღავათიანი პროგრამა აბიტურიენტს შესაძლებლობას აძლევს მშობლიურ ენაში ერთი გამოცდის ჩაბარებით ჩაირიცხოს, რასაც მოჰყვება ერთი წელი ქართული ენის შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ, ბაკალავრის ხარისხზე ჩაბარება.
2021 წელს ახალქალაქიდან 292 სტუდენტი ჩაირიცხა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ძირითადად აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.
ტიგრან აროიანმა უკვე დაამთავრა ილიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსი, ითვლება პირველ კურსის სტუდენტად. ბავშვობიდან ტიგრანის მიზანი იყო სმშობლოში სწავლა. ის ერთ -ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, დაეუფლა სახელმწიფო ენას, მაგრამ, მისი თქმით, ონლაინ მოსამზადებელი კურსის გავლა იგივეა, რაც მისი არ გავლა.
”გამოცდის ჩაბარებისთანავე მინდოდა თბილისში წასვლა, სახლის ძებნის დაწყება, სხვა საქმეებით დაკავება, რომ გადავსულიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიმართლა და ონლაინ გაკვეთილები დაიწყო”, – ყვება ღიმილით.
ტიგრანის აზრით, ქართული ენის სწავლება უფრო ეფექტიანი იქნებოდა, თუ ის აუდიტორიებში ჩატარდებოდა. მოსამზადებელ კურსზე ხელახლა ჩაბარებაზეც ფიქრობდა, გადაწყვიტა, რომ უკეთესი იქნებოდა კიდევ ერთი წელი ესწავლა და ენას კარგად დაეუფლა. როდესაც შეიტყო, რომ მეცადინეობები ისევ ონლაინ იქნებოდა, ეს არ გააკეთა. ტიგრანს იმედი ჰქონდა, რომ 4 ოქტომბრიდან შეძლებდა სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში, მაგრამ თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს დისტანციურ სწავლებას. როგორც Jnews- ს უნივერსიტეტიდან აცნობეს, ჯერჯერობით უცნობია ზუსტად როდის განახლდება სწავლება აუდიტორიებში, მაგრამ ეს პროცესი, სავარაუდოდ, სემესტრის ბოლომდე იქნება დისტანციური.
ცოდნის მიღების სურვილით, ტიგრან აროიანი ხშირად უკავშირდებოდა zoom-ს (ონლაინ ვიდეო-კონფერენციის პლატფორმა), მაგრამ არ მონაწილეობდა სესიებში.
”დიდი განსხვავებაა აუდიტორიაში სწავლასა და ონლაინ სწავლას შორის. კერძოდ, ჩემს შემთხვევაში, იყო მეცადინეობები, რომლებშიც მე საერთოდ არ ვლაპარაკობდი, თუმცა მასწავლებლები არ მეკითხებოდნენ არაფერს, ამიტომ არ ვიყავი აქტიური. ინსტიტუტში რომ გვესწავლა, მეცადინეობები ჩატარდებოდა აუდიტორიებში, არ ვფიქრობ, რომ ლექტორმა რომ დაინახოს, რომ მე არააქტიური ვარ, მე არ ვინტერესდები, ის ასე დამტოვებს, არამედ პირიქით, ის დამისვამს კითხვებს, რომ მე მივიღო მონაწილეობა, ასე ვისწავლიდი ენას. იყო დრო, როდესაც მე უბრალოდ zoom-ს ვრთავდი, ტელეფონს ვტოვებდი და ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული სახლში, ან თუნდაც მაღაზიაში მივდიოდი. ისიც მართალი იყო, რომ ამის გამო, საყვედური მივიღე“.
ტიგრანმა მხოლოდ ერთი მისი თანაკურსელი იცის, რომელიც ახალქალაქში ნახა, დანარჩენებს არ იცნობს, რადგან ისინი მხოლოდ ქსელში “ხვდებოდნენ”.
ტიგრანი ჯერ არ არის აცრილი, მაგრამ აპირებს, ზოგადად, ვაქცინაციის წინააღმდეგი არ არის.
ჟანა ჩოგანდარიანმა, ასევე, დაასრულა ონლაინ მოსამზადებელი კურსი. მიაჩნია, რომ ენის შემსწავლელისთვის ონლაინ განათლება აშკარად არ არის საკმარისი, მაგრამ, ასევე, ხედავს დადებით მხარეებს.
”სიმართლე გითხრათ, როდესაც სკოლაში ბოლო სემესტრი ონლაინ ტარდებოდა, ჩემი ერთადერთი იმედი იყო, რომ სტუდენტური ცხოვრება სტაბილური იქნებოდა, ჩვეულებრივ ვივლიდით მეცადინეობებზე, მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. ეს ჩემთვის დიდი იმედგაცრუება იყო. სიმართლე გითხრათ, უკვე ერთი წელია სტუდენტი ვარ, მაგრამ მაინც არ ვგრძნობ თავს სტუდენტად”, – ამბობს ჟანა.
ტიგრანიც და ჟანაც თვლიან, რომ ისინი პირველი კურსისთვის მზად არ არიან.
”ჩვენი ქართული ენის ცოდნის დონე საკმაოდ დაბალია. მაგრამ ის, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ილიაში სტუდენტობის სწავლის გამოცდილება, ფაქტია. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტში რომ ვიყოთ, ქართულს ბევრად უფრო ეფექტიანად ვისწავლიდით, რადგან უფრო მეტი კომუნიკაცია იქნებოდა ჩვენს ქართველ თანაკურსელებთან. გარდა ამისა, დავიწყებდით ცხოვრებას ქართულ საზოგადოებაში, ხოლო ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს სომხურ საზოგადოებაში. კომუნიკაცია შეუდარებელია”, – დასძენს ჟანა.
ის ყვება, რომ ყველა გაკვეთილს არ ესწრებოდა. იყო დღეები, როდესაც ესწრებოდა, როგორც უნივერსიტეტის მეცადინეობებს, ასევე ტრენინგებს. ჟანა ონლაინ სწავლებაში დადებით მხარეებსაც ხედავს.
”ვფიქრობ, რომ მეცადინეობები იყოს უნივერსიტეტში, მე შემოვიფარგლებოდი მხოლოდ უნივერსიტეტით, რადგან ჩვენ უნდა ვიყოთ აუდიტორიებში 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, არ მექნებოდა დრო სხვა ტრენინგებისთვის. ახლა კი, ვიყენებ პრაქტიკულად ყველაფერს, დავდივარ ლაშქრობაში, ვმონაწილეობ სხვადასხვა პროგრამებში. სხვა შემთხვევაში, ვთვლი, რომ კომპიუტერთან ჯდომა მთელი დღის განმავლობაში ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას”.
თავიდან ჟანას დედა ძალიან ბედნიერი იყო, როდესაც გაიგო, რომ გაკვეთილები ონლაინ იქნებოდა. ეს არის ეკონომიკურად მომგებიანი, სახლის ქირაზე და ყოველდღიურ სხვა ხარჯებზე ფულის დახარჯვა არ არის საჭირო. თუმცა, ახლა ის ელოდება მეცადინეობების დაწყებას უნივერსიტეტში, რათა მისმა ქალიშვილმა ნამდვილი სტუდენტური ცხოვრება დაინახოს.
რადგან ჟანა და მისი თანაკლასელები ყოველთვის ურთიერთობდნენ ქსელში, გადაწყვიტეს ერთხელ მაინც შეხვედროდნენ ერთმანეთს თბილისში, რათა ერთმანეთი ნორმალურად გაეცნოთ, სცოდნოდათ ერთმანეთი.
”როდესაც წლის პირველი ნახევარი დასრულდა, გადავწყვიტეთ შეხვედრა, საბოლოოდ, პირისპირ ერთმანეთის ნახვა რეალურ ცხოვრებაში, zoom-ის გარეთ. ჩვენ შევხვდით თბილისში, წავედით უნივერსიტეტში და კარგად გავატარეთ დრო”.
ჟანამ უკვე გაიკეთა კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა, აღნიშნავს, რომ აიცრა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მეცადინეობები ჩატარდეს საკლასო ოთახებში, არამედ თავისი სამოქალაქო მოვალეობის შესასრულებლად.
სონა მანუკიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის-ადმინისტრირების მეორე კურსის სტუდენტია.
სონამ მოსამზადებელი კურსის პირველი ნახევარი აუდიტორიაში გაატარა, ხოლო მეორე ნახევარი სახლიდან – ონლაინ.
”პირველ სემესტრში ძალიან კარგი იყო. ვსწავლობდით უნივერსიტეტში, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენს თანაკურსელებთან კომუნიკაცია ქართულ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ კარგად არ ვიცოდით, ჩვენი საერთო ენა იყო ქართული. მეორე სემესტრიდან მეცადინეობები უკვე ონლაინ გახდა და, რა თქმა უნდა, ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო“.
სონა აღნიშნავს, რომ წლის პირველ ნახევარში მეცადინეობები რომ დისტანციური ყოფილიყო, ეს ბევრად უფრო რთული იქნებოდა.
”მართალია, ჩვენ ძირითადად ვსწავლობთ ენას წლის პირველ ნახევარში, მაგრამ თითოეულ სემესტრს აქვს თავისი მნიშვნელობა: გაკვეთილების შემდეგ ჩვენ ვეკონტაქტებოდით თანაკლასელებს, ხოლო ახლა ჩვენ 40 წუთს გავდივართ, ვუსმენთ და ვსაუბრობთ ქართულ ენაზე, გაკვეთილის შემდეგ – ჩვენ არსად არ ვიყენებთ ქართულ ენას და ეს გვაიძულებს დავივიწყოთ ის რაც ვიცით. უკვე მესამე წელია, რაც საშინაო დავალებას ვასრულებ ონლაინ, მხოლოდ მოსამზადებელი კურსის თანაკლასელებს ვიცნობ, დანარჩენებს არა”, – ამატებს ის.
სონა არ არის აცრილი, მაგრამ ამბობს, რომ თუ აუცილებელია აცრის გაკეთება, იმისთვის, რომ მეცადინეობები აუდიტორიებში დაიწყოს, ის ამას აუცილებლად გააკეთებს.
განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია ადასტურებს, რომ მოსამზადებელ სტუდენტებს უჭირთ ონლაინ სწავლა.
”რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ისინი ასევე სწავლობენ ენას ონლაინ-სწავლებით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რამდენად კარგად ახერხებენ. ცოდნა არ მიიღება მხოლოდ გაკვეთილების ფარგლებში, არამედ აუცილებელია ქართველებთან ურთიერთობა, ენის არაფორმალური კომუნიკაციის ფარგლებში ათვისება. მას შემდეგ, რაც შემცირდა არაფორმალური კომუნიკაცია ონლაინ განათლების ფარგლებში, არაქართველი სტუდენტები ფიზიკურად არ არიან ქართულ გარემოში იმისთვის, რომ ჰყავდეთ ქართველი მეგობრები და ურთიერთობა ჰქონდეთ მათთან”,-ამბობს სპეციალისტი.
იმის გასარკვევად, შეფასდა თუ არა ეთნიკურად არაქართველი სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნა ონლაინ სწავლებისას, ან რა გავლენა იქონია დისტანციურმა სწავლებამ «4 + 1» პროგრამის მოსამზადებელი კურსის სტუდენტებზე, ან არის თუ არა რეალურად სხვა პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსამზადებელი კურსის სტუდენტებს უკეთესად დაეუფლონ სახელმწიფო ენას, ჩვენ შევიტანეთ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო ადმინისტრაციაში. ველოდებით პასუხს.
ყველაზე ეფექტიანი პროგრამა ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში არის ზუსტად პროგრამა «1 + 4», რომლის მიხედვითაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მხოლოდ ერთ გამოცდას აბარებენ მშობლიურ ენაზე და მოსამზადებელ კურსზე. ერთი წლის განმავლობაში ისინი ინტენსიურად სწავლობენ ქართულ ენას და შემდეგ, შესაძლოა არა სრულყოფილი, მაგრამ ენის საკმარისი ცოდნით, სხდებიან ბაკალავრის პირველ კურსზე. თუმცა, პანდემიამ ხალხის გაყოფით და კომპიუტერის წინ მეცადინეობებით შეამცირა მოსამზადებელი კურსის ეფექტი.