მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება, რომ შუაღამის შემდეგ, საბრძოლო ქმედებების პარალელურად, აზერბაიჯანის მხარემ განაახლა მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული პუნქტების დაბომბვა.

შეტყობინების თანახმად, შუშის მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს მძიმე არტილერია, სამოქალაქო მოსახლეობას შორის არიან დაზარალებულები, ხოლო ქალაქში – მრავალი ნანგრევი. დაზარალებული მოქალაქეების შესახებ ზუსტი ცნობები ცოტა მოგვიანებით იქნება გავრცელებული.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფმა შუშის მიმართულებით სცადა წინ წაწევა, მაგრამ მოგერიებული იყო. ამის შესახებ ნათქვამია მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის მიერ დილით გავრცელებულ შეტყობინებაში.

“შუაღამის შემდეგ მოწინააღმდეგის დივერსიულმა ჯგუფმა სცადა შუშის მიმართულებით წარმატების მიღწევა, მაგრამ თავდაცვის არმიის ქვედანაყოფების და მოხალისეების წინააღმდეგობას შეხვდა. დიდი დანაკარგი განიცადა, ჯგუფი იყო მოგერიებული.

მთელ პერიმეტრზე ოპერატიულ-ტაქტიკურ სიტუაცია არმიის თავდაცვის ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშ იმყოფება”, – ნათქვამია შეტყობინებაში.