Armenian      Russian

საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge.

ამ დროისთვის საქართველოში ​კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია კიდევ 2,537 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 31170 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსით ​კიდევ 19 პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 381 ადამიანია.

საკარანტინო რეჟიმში 3 004 მოქალაქე იმყოფება, საავადმყოფოში 4 355 ადამიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. კოვიდსასტუმროებში 2,428 ადამიანი მკურნალობს.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1,943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 833 პაციენტი გამოჯანმრთელდა.