სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 1 194-ით გაიზარდა და 2 ნოემბრის მონაცემებით, 93 448-ს შეადგენს.

ვირუსს საერთო ჯამში 1 391 პაციენტი ემსხვერპლა, ხოლო გასული დღე-ღამის განმავლობაში 28.

რაც შეეხება აქტიურ შემთხვევებს, მკურნალობას გადის 35 ათასზე მეტი ადამიანი. 56 500-მდე პირი კი, უკვე გამოჯანმრთელდა.