31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პარტია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სამველ მანუკიანმა და განაცხადა, რომ ხმა მისცა “სიმართლეს”.
სამველ მანუკიანი ახალქალაქის №18.40.04 საარჩევნო ოლქში დაახლოებით 12:00 საათზე მივიდა, რომელიც ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაშია განთავსებული. უბანზე მანუკიანი მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.
“ჩვენი ხმა სიმართლეს მივეცი, გარკვეულ წონასწორობას, რომელიც საჭიროა ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს რეგიონში მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, ჩვენს რეგიონში მშვიდობისთვის და იმ ყველაფრისთვის, რისთვისაც ვიბრძვით. აქტიურობა ნორმალურია, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად წარიმართება”, – განუცხადა Jnews-ს “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა, სამველ მანუკიანმა.