Jnews-ი აკვირდება ამომრჩეველთა აქტივობას ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მასალა განახლდება ინფორმაციის მიღებისთანავე.

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის

17:00 საათისთვის ახალქალაქში არჩევნებში ამომრჩეველთა 44,67%-მა მიიღო მონაწილეობა. 17:00 საათისთვის მუნიციპალიტეტში სულ 37 496 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, სამოქალაქო მოვალეობა 16 750-მა ადამიანმა შეასრულა.

ნინოწმინდაში აქტივობა ოდნავ მაღალია. აქ ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველთა 48,84%-მა მიიღო მონაწილეობა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 20 724 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც 10 122-მა ხმა უკვე მისცა.

საქართველოს მასშტაბით აქტივობა გაცილებით მაღალია. ქვეყანაში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა 50,6%-მა მისცა ხმა. ქვეყანაში სულ 3 495 789 ამომრჩეველია, საიდანაც ხმა მისცა 1 768 816-მა ადამიანმა. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება თბილისში და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში და ამ არჩევნებზე აქტიურობით გამოირჩევიან სამცხე-ჯავახეთის ასპინძისა და ადიღენის მუნიციპალიტეტებიც.

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის

ახალქალაქში 15:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 36,47%-მა მიიღო. მუნიციპალიტეტში 15:00 საათისთვის სულ 37 496 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, სამოქალაქო მოვალეობა 13 674-მა ადამიანმა შეასრულა.

ნინოწმინდაში აქტივობა ოდნავ მაღალია. აქ ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველთა 41,35%-მა მიიღო მონაწილეობა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 20 724 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც ხმა უკვე 8 569-მა მისცა.

საქართველოს მასშტაბით აქტივობა გაცილებით მაღალია. 15:00 საათისთვის ქვეყანაში ამომრჩეველთა 41,62%-მა მისცა ხმა. ქვეყანაში სულ 3 495 789 ამომრჩეველია, საიდანაც ხმა 1 454 837-მა ადამიანმა მისცა. აღსანიშნავია, რომ თბილისში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება, რეგიონებში კი რაჭა ლეჩხუმში და 15:00 საათისთვის სამცხე-ჯავახეთის ასპინძის მუნიციპალიტეტიც გამოირჩეოდა აქტიურობით .

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის

ახალქალაქში დილის 12:00 საათისთვის არჩევნებში ამომრჩეველთა 17,29%-მა მიიღო მონაწილეობა. მუნიციპალიტეტში სულ 37 496 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული 12:00 საათისთვის 6 482 ადამიანმა შეასრულა სამოქალაქო მოვალეობა.

ნინოწმინდაში აქტივობა ოდნავ მაღალია. აქ ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველთა 22,98%-მა მიიღო მონაწილეობა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 20724 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც ხმა უკვე 4762-მა მისცა.

საქართველოს მასშტაბით აქტივობა გაცილებით მაღალია. ქვეყანაში 12:00 საათისთვის ხმა ამომრჩეველთა 22,22%-მა მისცა. ქვეყანაში სულ 3 495 789 ამომრჩეველია, საიდანაც ხმა მისცა 776 726-მა ადამიანმა. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება თბილისში და რეგიონებში რაჭა ლეჩხუმში, ასევე ძალიან აქტიურია ამ არჩევნებზე სამცხე-ჯავახეთის ასპინძის მუნიციპალიტეტი.

ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის

ახალქალაქში დილის 10:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 6,26%-მა მიიღო. მუნიციპალიტეტში 10:00 საათისთვის სულ 37496 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მოქალაქეობრივი მოვალეობა 2348-მა ადამიანმა შეასრულა.

ნინოწმინდაში აქტივობა ოდნავ მაღალია. აქ ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველთა 7,43%-მა მიიღო მონაწილეობა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 20724 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც ხმა უკვე 1539-მა მისცა.

საქართველოს მასშტაბით აქტივობა გაცილებით მაღალია. ქვეყანაში 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა 9,27%-მა მისცა ხმა. ქვეყანაში სულ 3 495 789 ამომრჩეველია, საიდანაც ხმა 324 197-მა ადამიანმა მისცა. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება თბილისში, ხოლო რეგიონებში ყველაზე მაღალია თეთრიწყაროში, ასპინძაში, ამბროლაურში…