ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 4 პარტიამ “ქართული ოცნებამ”, “ნაციონალური მოძრაობამ”, “ევროპული საქართველომ” და “ლელომ” 3% -იანი ბარიერი გადალახა.
Jnews-მა გაარკვია, რომ ცესკოს გამოქვეყნებული მონაცემებისა და ფორმულის მიხედვით საკრებულოში დეპუტატების რაოდენობა იმ პარტიების მიერ განისაზღვრება, რომლებმაც ბარიერი გადალახეს. მონაცემები წინასწარია და გაანგარიშება არაოფიციალური, შეცდომით შეიძლება 2.4%, ანუ 1 დეპუტატი ჩაოწეროს.
ჩვენი გათვლებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო უნდა შედგეს შემდეგი დეპუტატებისგან:
მიღებული ხმების მიხედვით, პარტია “ევროპული საქართველო” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, პარტიის პროპორციული სიის მიხედვით, ჰარუთუნ ალექსანიანსა და აბრაამ კარაპეტიანს შეიყვანს.
“ნაციონალური მოძრაობამ” საკრებულოში შესაძლოა შირვან შირინიანი და არმენ უნანიანი შეიყვანოს.
პარტია “ლელო” ზაქარ ზაქარიანს, ანუ პირველ ნომერს გაიყვანს.
პარტია “ქართული ოცნება” საკრებულოში სიიდან 23 დეპუტატს შეიყვანს: ნაირი ირიციანი, გაიოზ ლომსაძე, ნანა აღდგომელაძე, რუბენ პალიანი, სოღომონ ასლანიანი, ანა ღევენიანი, ვარდან პაპოიანი, ანზორ ყავრელიშვილი, სედა მელქუმიანი, ედუარდ აღასარიანი, სარგის უზუნიანი, მარინა თაქთაქიძე, ზაური პაქსაძე, სარგის მელიქიანი, კარინე კაჩოტიანი, გია მელიქიძე, ოვიკ მურადიანი, თერეზა ჩივჩიანი, მხითარ რსტაკიანი, გაგიკ გაბრელიანი, ლეილა ავაკიანი, აღვან აბაჯიანი, არარატ აივაზიანი.
“ქართული ოცნებიდან” საკრებულოში 14 მაჟორიტარი კანდიდატი შედის: კარაპეტ პალოიანი, ჰაკობ ჩახმახიჩიანი, სიფან შიფაქციანი, გრიგორ კარაგებაკიანი, ნაირი მელტონიანი, ალბერტ მანუშიანი, გენადი ელიზბარიანი, არამაის ზაქარიანი, აშოტიკ ეგუნიანი, ჰამლეტ მოვსისიანი, ვაგარშაკ არაკელიანი, გურამ ოქროძე.
მასალაში დეპუტატების სახელები მოცემულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული პარტიების სიების მიხედვით. პარტიებს შეუძლიათ პირები შეცვალონ, თუ კანდიდატებმა უარი თქვეს. ხოლო მის ნაცვლად იგივე სქესის მომდევნო კანდიდატი შევა.
სახელები და გვარები მასალაში ოფიციალური მონაცემებისა და საარჩევნო კოდექსის მიხედვით განისაზღვრება.