ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში ხმის მისაცემად 20 696 ამომრჩეველი მივიდა, რაც არჩევანის უფლების მქონე ოლქის ამომრჩევლის 55,47% -ს შეადგენს.
ამის შესახებ განაცხადა ახალქალაქის N40-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პაატა ფანჯიკიძემ.
“დარეგისტრირებული საჩივრები ჯერჯერობით არ არის, მაგრამ შესაძლოა იყოს. სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა”, – განაცხადა პაატა ფანჯიკიძემ.