„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) 21 სექტემბერს ოქტომბრის არჩვნებზე „გრძელვადიანი დისტანციური დაკვირვება“ დაიწყო, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.
ორგანიზაციის განცხადებით, მათი ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს შეისწავლიან, როგორებიცაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.
თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ის თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI-ი საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებისთვის შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს.
NDI– ს საქართველოში ოფისის ცნობით, NDI საერთაშორისო დისტანციური გრძელვადიანი დამკვირვებელი მისია თავის საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციის შესაბამისად. ამ პროგრამას მხარს უჭერენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ეროვნული ფონდი დემოკრატიისათვის (NE