2024 წლის 31 ივლისის მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეების ხმების მოსაპოვებლად 15 პოლიტიკური სუბიექტი იბრძოლებს, ერთმა პარტიამ რეგისტრაციის უარი მიიღო.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. იმ პარტიების რეგისტრაცია, რომლებსაც უკვე ჰყავთ დეპუტატები პარლამენტში, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 57 დღისა უნდა განხორციელდეს. ასეთი 13 პარტიაა, მათ შორის მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” და ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

იმ პარტიებს, რომლებსაც მოქმედ პარლამენტში არ ჰყავთ არჩეული წევრები, რეგისტრაციისთვის განცხადებების მიღების ვადა 15 ივლისს ამოიწურა.

ცესკოს რეგისტრაციისთვის 28-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა, საიდანაც 15 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, ხოლო 12-ს რეგისტრაციის პროცედურას გადის, ერთმა პარტიამ რეგისყრაციაში უარი მიიღო.

დარეგისტრირებულია:
1. პარტია “საქართველო”
2. პარტია “მესამე გზა”
3. პარტია “გახარია საქართვრლოსთვის”
4. პარტია “ჩვენი ერთიანი საქართველო”
5. საქართველოს ლეიბორისტული პარტია
6. სოციალ-დემოკრატიული პარტია
7. “სამართლიანობისთვის”
8. “თავისუფალი საქართველო”
9. “მემარცხენეთა ალიანსი”
10. “ანა დოლიძე- ხალხისთვის”
11. “შეცვალე საქართველო”
12. “დემოკრატთა ალიანსი”
13. “ტრიბუნა”
14. ” მწვანეთა პარტია”
15. “თავისუფალი არჩევნები -ახალი ალტერნატივა”

“თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა” პარტიამ რეგისტრაციის უარი მიიღო.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების შექმნა აკრძალულია. ამიტომ მხარეებმა სხვა გადაწყვეტილებები უნდა ეძებონ.