ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან არჩევნებში მონაწილეობისათვის სპეციალური სიებით, სულ 41 ადამიანია რეგისტრირებული, მათგან 27 ახალქალაქში, 14 ნინოწმინდაში.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის წარმომადგენლის გიორგი მიქელაძის მონაცემებით, 27 ოქტომბერს დაფიქსირდა 160 იზოლირებული პირი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში- 39.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირებულია 14 იზოლირებული მოქალაქე. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მობილური ყუთი 27 ადამიანმა მოითხოვა, მათგან სამი სოფელ ხოსპიოშია, 1- სოფელ ბარალეთში და 1 ოკამში, დანარჩენი დარეგისტრირებულები ახალქალაქის მაცხოვრებლები არიან.

№71 სპეციალური უბნის თავმჯდომარის ვაჟა აღდგომელაძის თქმით, მათ ხუთი ყუთი აქვთ და თითო ყუთთან 2 ადამიანი გაანაწილეს.

ცესკო-ს განკარგულებით, სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებებში და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ. ამ მიზნით შეიქმნა საინფორმაციო ცენტრი, სადაც ხალხს შეეძლო დარეკვა და დარეგისტრირება. რეგისტრაციის დოლო ვადა 27 ოქტომბერს 14:00 საათამდე იყო.