დღეს, 29 ოქტომბერს, ახალქალაქში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც JNEWS-ს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ აცნობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელ რეგიონში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
შემთხვევები მუნიციპალიტეტების შესაბამისად განაწილებულია შემდეგნაირად:
ახალქალაქი – 8, ახალციხე – 21, ადიგენი – 3, ასპინძა– 3, და ნინოწმინდა – 4, ბორჯომი – 3.
დღეის მდგომარეობით, მთელ რეგიონში 1019 ადამიანია თვითიზოლირებული: ახალციხეში – 552, ადიგენში – 45, ასპინძაში – 76, ბორჯომში – 81, 182 ადამიანი ახალქალაქში და 83 – ნინოწმინდაში.
კარანტინის ზონაში 218 ადამიანი რჩება: ახალციხეში 11 ადამიანი, ბაკურიანში 202 ადამიანი.
რეგიონში 57 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 ინფიცირებული გარდაიცვალა.