საქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 469 პაციენტი, ასევე დაფიქსირდა 19 ახალი გარდაცვალების ფაქტი.

რეგიონების მიხედვით ინფიცირებულთა რაოდენობა შემდეგია:

თბილისი – 170
აჭარა – 8
იმერეთი – 59
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27
გურია – 25
ქვემო ქართლი – 11
შიდა ქართლი – 41
კახეთი – 32
მცხეთა – Მთიანეთი – 9,
სამცხე-ჯავახეთი – 8,
რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 580, საიდანაც: 1 769 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, თვითიზოლაციაში იმყოფება 9 875 ადამიანი,საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 281 ადამიანი.