საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 830-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 9-ით გაიზარდა და 1,334 ადამიანი გახდა.
საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 5,882 ადამიანი, ხოლო 390 საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
საქართველოს 41 მოქალაქე საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ იქნა გადაყვანილი.
ქვეყანაში 19 პაციენტი კორონავირუსით გარდაიცვალა.