დღეს, 3 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ სამცხე-ჯავახეთში გამოვლენილია COVID-19 ინფექციის 2507 შემთხვევა, მათ შორის 216 ახალქალაქში და 119 ნინოწმინდაში.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, აქედან 33 შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში, 14 – ადიგენში, 8 – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 27 – ბორჯომში, 3 – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, 13 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 1247 ადამიანია იზოლირებული, აქედან 639 – ახალციხეში, 131 – ახალქალაქში, 265 – ბორჯომში, 24 – ნინოწმინდაში, 119 – ასპინძაში და 69 – ადიგენში.
საკარანტინო ზონებში 207 ადამიანი რჩება, აქედან 50 ახალციხეში, ხოლო 157 ბაკურიანში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა – ეს არის 81 წლის მამაკაცი ადიგენიდან.
45 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, რეგიონში 915 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, სავარაუდოდ, ტესტის პასუხს 41 მოოქალაქე ელოდება.