დღეს, 14 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4235 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 320 ახალქალაქში და 142 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
9 – ახალციხეში
1 – ადიგენში
1 – ახალქალაქში
13 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
2 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 307 ადამიანი იზოლირებულია:
ახალციხე – 115
ახალქალაქი – 16
ბორჯომი – 99
ნინოწმინდა – 2
ასპინძა – 37
ადიგენი – 38
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსის შედეგების გამო, სიკვდილი არ დაფიქსირებულა.
საერთო ჯამში, რეგიონში 3 815 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 51 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. კვლევაში რჩება 64 ნიმუში.