Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 972 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 547 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 425 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 733 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 337 573-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.04%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.21%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 530 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 318 599-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 622 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 733 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 425 შემთხვევა, აჭარა – 62, იმერეთი – 54, ქვემო ქართლი – 35, შიდა ქართლი – 18, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 27, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 326, საიდანაც: 4 152 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 258, აჭარაში – 476, იმერეთში – 526. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 880 პირი, მათ შორის, თბილისში – 418, აჭარაში – 104, იმერეთში -155. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 228 პირი, მათგან თბილისში – 150, აჭარაში – 12, იმერეთში – 14. 669 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 356 – თბილისში, 271- აჭარაში. 9 505 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 50, ხოლო აჭარაში – 33.
სულ 6 ოქტომბრიდან – 22 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 748 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 942 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 652 პირი, აჭარაში – 1 792, იმერეთში – 1 644.