ახალქალაქის ჯანდაცვის ცენტრი აცხადებს, რომ ახალქალაქში ტემპერატურის მქონე პირებთან კორონავირუსის ეჭვი არ ყოფილა. ახალქალაქში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება.
იმ შემთხვევაში თუ ადამიანს აქვს ტემპერატურა, ის სასწრაფო გადაუდებელ სამსახურში, 112-ზე რეკავს. იქიდან ატყობინებენ ადგილობრივ საავამდყოფოს, რომელიც რეაგირებას ახდენს. საავადმყოფო ან უბნის ექიმს ან სასწრაფო დახმარებას აგზავნის, რომელსაც ავადმყოფი საავადმყოფოში გადმოჰყავს. თუ კორონავირუსის ეჭვი არ არის, უბნის ექიმი პაციენტს კურნავს სახლში, აძლევს დანიშნულებას და მუდმივად ადევნებს თვალს პაციენტის ჯანმრთელობას. იმ შემთხვევაში თუ ექიმს კორონავირუსის ეჭვი ექნება, ის ამის შესახებ ადგილობრივ საავადმყოფოს აცნობებს. ასეთ შემთხვევაში ჩამოდის რეანიმობილი, რათა პაციენტი გადაიყვანოს და ვირუსზე შეამოწმოს. თუმცაღა, ახალქალაქში ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.
ერთი შემთხვევის გამოკლებით, როდესაც 27 მარტს პაციენტი გადაიყვანილ იქნა თბილისში შემოწმებაზე, არა იმიტომ, რომ მას კორონავირუსის სიმპტომები გააჩნდა, არამედ იმიტომ, რომ ის უბრალოდ ძალიან აღელვებული იყო.
ახალქალაქიდან თბილისში გადაყვანილ პაციენტს კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს
პნევმონიის მქონე ახალქალაქელ პაცინეტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
გარდა ამ შემთხვევისა ახალქალაქიდან არავინ არ იყო კორონავირუსზე შემოწმებული.
«ასეთი შემთხვევები შეუძლებელია არსებობდეს და ჩვენ არ ვიცოდეთ ამის შესახებ. არა მარტო ახალქალაქში, არამედ სამცხე-ჯავახეთის არცერთ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა არ ყოფილა»,- ამბობს საზოგადოებრივი ჯანდახვის ცენტრის დირექტორი, ავეტიკ ტონაკანიანი.
ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მოიქცნენ შეგნებულად და არსებული სიტუაცია არ შეიცვალოს.
«შემთხვევები არ არის და არც იქნება, თუ ჩვენ დავიცავთ პირადი ჰიგიენის წესებს და ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე ქვეყნის ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გავითვალისწინებთ»,- ამბობს ის.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ძირითადი და პრიმიტიული წესების დაცვა:
– მუდმივად დაიბანეთ ხელი და დეზინფექცია ჩაიტარეთ ანტისეპტიკით, მითუმეტეს ჭამის წინ და მას შემდეგ, როდესაც ქუჩიდან ან სხვა ადგილიდან ბრუნდებით სახლში;
– თავს ძალა დაატანეთ, ხელი სახეზე არ მოიკიდოთ, თუ ხელები არ გაქვთ დეზინფიცირებული;
– თავი აარიდეთ ზედმეტად სახლიდან გასვლას;
– არ შეიკრიბოთ ერთ სივრცეში 3 ადამიანზე მეტი, თუ ეს არ არის თქვენი საკუთარი სახლი და თქვენი ოჯახის წევრები;
– სახლიდან გასვლის შემთხვევაში, ხალხმრავალ ადგილებში, მაღაზიებში, აფთიაქებში, ბანკებში, აუცილებლად დაიცავით დისტანცია, არანაკლებ 1 მეტრისა.
«თუ ყველა მოვინდომებთ და შევეცდებით, ჩვენ შევძლებთ ამ ეპიდემიის დაძლევას ისე, რომ ჩვენს რეგიონში არ შემოვუშვათ»,- ამბობს ის.